კაპიტოლიუმზე თავდასხმის ბრალდებებთან დაკავშირებით, FBI-მ მიჩიგანის გუბერნატორობის რესპუბლიკელი კანდიდატი (ხუთი კანდიდატიდან ერთ-ერთი, GOP) რაიან კელი დააკავა. საჩივარში მოყვანილია ოთხი ბრალდება, მათ შორის აკრძალულ შენობაში დაუმორჩილებლობა ან კანონიერი უფლებამოსილების გარეშე დარჩენა ან ტერიტორიაზე პიროვნების ან საკუთრების წინააღმდეგ ძალადობრივი მოქმედება.
გამოძიების თანახმად, კელი იმყოფებოდა იმ ჯგუფთან ერთად, რომლებიც პოლიციელებს ესხმოდნენ თავს. მას შეერთებული შტატების ქონების განზრახ დაზიანებაშიც ედება ბრალი.
BBC-ის ცნობით, 40 წლის კელიმ დაადასტურა, რომ 6 იანვარს, ვაშინგტონში იმყოფებოდა, მაგრამ უარყო უკანონო საქმიანობაში მონაწილეობა. კელი ერთ-ერთია იმ ხუთი რესპუბლიკელიდან, რომლებიც აგვისტოს პრაიმერისში მონაწილეობენ.
2021 წლის 6 იანვარს დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ. 220-ზე მეტ პირს ბრალად ედება თავდასხმა ან სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებისთვის ხელის შეშლა 6 იანვარს კაპიტოლიუმზე თავდასხმის დროს. შტურმმა ჩაშალა კონგრესის სხდომის ერთობლივი სესია, რომელსაც ოფიციალურად უნდა დაედასტურებინა 2020 წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატი ჯო ბაიდენის გამარჯვება. არეულობის დროს 4 ადამიანი დაიღუპა.