თეგი: კახოვსკის ჰიდროელექტროსადგური
უკრაინის შსს-ს ცნობით, კახოვკის ჰესის ნგრევით გამოწვეულმა წყალდიდობამ 5 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა
კახოვკის კაშხლის განადგურების შედეგად ხერსონის ოლქის სამხრეთ ნაწილში 5 ადამიანი დაიღუპა, 13 კი დაკარგულად ითვლება, - ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა იგორ კლიმენკომ განაცხადა. მინისტრის ინფორმაციით, 9 ივნისის მდგომარეობით, ხერსონის ოლქში დატბორილია 48 დასახლებულ პუნქტი. მათგან 34 - მდინარე დნეპრის მარჯვენა და 14 - რუსეთის მიერ ოკუპირებულ მარცხენა ნაპირზე. ხერსონის ოლქის იმ ნაწილში, რომელსაც უკრაინის ხელისუფლება აკონტროლებს, დატბორილია 3 625 სახლი. ევაკუირებულია 2 412 ადამიანი. ნიკოლაევის ოლქში: დატბორილია 23 დასახლებული პუნქტი. ევაკუირებულია 815 მოქალაქე. რაც შეეხება ხერსონის ოლქის მეორე ნაწილს, დნეპრის მარცხენა ნაპირს, რომელიც რუსეთის მიერაა ოკუპირებული, კრემლის მიერ ე.წ. გუბერნატორად დანიშნული ვლადიმირ სალდოს მიერ ტელეგრამით დღეს გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია 8 ადამიანი. კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტოები ადგილობრივ დე ფაქტო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით წერენ, რომ 17 დასახლებულ პუნქტში დატბორილია 22 200-მდე სახლი და ევაკუირებულია 5 800-ზე მეტი ადამიანი. სტიქიური უბედურების ზონაში ინფორმაცია დამოუკიდებელი წყაროებით ვერ მოწმდება. ასევე წაიკითხეთ: უკრაინა „ომის ახალ განზომილებაში“ რას გამოიწვევს კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქება რუსებმა თუ განზრახ ააფეთქეს კაშხალი, ეს იქნება ომის დანაშაული და მას ვერ გაამართლებენ „რაიმე სამხედრო აუცილებლობით“- იან ბონდი
დატბორილი ტერიტორიებიდან ხალხის ევაკუაცია გრძელდება - ზელენსკი
რუსეთი პასუხისმგებელია ამ მიზანმიმართულ დანაშაულზე ადამიანების, ბუნებისა და თავად სიცოცხლის წინაშე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კახოვკის ჰესის აფეთქებასთან დაკავშირებით „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა. „ჩვენ ვმუშაობთ, რათა რაც შეიძლება მეტი ადამიანი გადავარჩინოთ. ევაკუაცია გრძელდება. სადაც კი შეგვიძლია ხალხის გამოყვანა წყალდიდობის ზონიდან, ჩვენ ამას ვაკეთებთ. სახელმწიფოს საგანგებო სამსახური, პოლიცია და სამხედროები დიდ საქმეს აკეთებენ. მადლობას ვუხდი თითოეულ მონაწილეს“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში. ხერსონის ოლქის იმ ნაწილში, რომელსაც უკრაინის ხელისუფლება აკონტროლებს, დატბორილია 3 625 სახლი. ევაკუირებულია 2 412 ადამიანი. ნიკოლაევის ოლქში: დატბორილია 23 დასახლებული პუნქტი. ევაკუირებულია 815 მოქალაქე. რაც შეეხება ხერსონის ოლქის მეორე ნაწილს, დნეპრის მარცხენა ნაპირს, რომელიც რუსეთის მიერაა ოკუპირებული, კრემლის მიერ ე.წ. გუბერნატორად დანიშნული ვლადიმირ სალდოს მიერ ტელეგრამით დღეს გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია 8 ადამიანი. კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტოები ადგილობრივ დე ფაქტო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით წერენ, რომ 17 დასახლებულ პუნქტში დატბორილია 22 200-მდე სახლი და ევაკუირებულია 5 800-ზე მეტი ადამიანი. სტიქიური უბედურების ზონაში ინფორმაცია დამოუკიდებელი წყაროებით ვერ მოწმდება. ასევე წაიკითხეთ: უკრაინა „ომის ახალ განზომილებაში“ რას გამოიწვევს კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქება რუსებმა თუ განზრახ ააფეთქეს კაშხალი, ეს იქნება ომის დანაშაული და მას ვერ გაამართლებენ „რაიმე სამხედრო აუცილებლობით“- იან ბონდი
კახოვკის კაშხლის აფეთქების გამო, ხერსონიდან 2 318 ადამიანია ევაკუირებული - რეგიონული საოლქო ადმინისტრაციის უფროსი
12 ივნისის მდგომარეობით, რუსეთის მიერ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების შედეგად გამოწვეული წყალდიდობის გამო, მხოლოდ ხერსონიდან 2 318 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. "მარცხენა სანაპიროზე ვითარება კვლავ კრიტიკულია", - აცხადებს ხერსონის რეგიონული საოლქო ადმინისტრაციის უფროსი, ალექსანდრ პროკუდინი. ასევე წაიკითხეთ: უკრაინა „ომის ახალ განზომილებაში“ რას გამოიწვევს კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქება რუსებმა თუ განზრახ ააფეთქეს კაშხალი, ეს იქნება ომის დანაშაული და მას ვერ გაამართლებენ „რაიმე სამხედრო აუცილებლობით“- იან ბონდი