კახოვკის კაშხლის აფეთქების გამო, ხერსონიდან 2 318 ადამიანია ევაკუირებული - რეგიონული საოლქო ადმინისტრაციის უფროსი

12 ივნისის მდგომარეობით, რუსეთის მიერ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების შედეგად გამოწვეული წყალდიდობის გამო, მხოლოდ ხერსონიდან 2 318 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

"მარცხენა სანაპიროზე ვითარება კვლავ კრიტიკულია", - აცხადებს ხერსონის რეგიონული საოლქო ადმინისტრაციის უფროსი, ალექსანდრ პროკუდინი.