თეგი: კიევ-პეჩორის ლავრა

კიევის უდიდეს მონასტერში, კიევ-პეჩორის ლავრაში ჩხრეკა მიმდინარეობს

კიევის უდიდეს მონასტერში, კიევ-პეჩორის ლავრაში ჩხრეკა მიმდინარეობს. ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს.  „ეს ღონისძიებები იმართება ეროვნულ პოლიციასთან და ეროვნულ გვარდიასთან ერთად, როგორც უსაფრთხოების სამსახურის სისტემატური მუშაობის ნაწილი. რითაც უწყება უკრაინაში, რუსული სპეცსამსახურების დივერსიულ მოქმედებებს უპირისპირდება. კერძოდ, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის გათვალისწინებით, იზრდება ტერორისტული აქტების, დივერსიების, მძევლების აყვანის რისკი, განსაკუთრებით მოქალაქეების თავშეყრის ადგილებში“, - იტყობინება უსაფრთხოების რეგიონული სამსახური.  უკრაინის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, სამართალდამცავები ეკლესიის წარმომადგენელთა უშუალო მონაწილეობით ათვალიერებენ ტერიტორიას და ლავრის შენობებს და იქ მყოფ პირებს ამოწმებენ.  

კიევ-პეჩორის ლავრა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მონასტრად დაარეგისტრირეს

კიევ-პეჩორის ლავრა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მონასტრად ოფიციალურად დაარეგისტრირეს.  უკრაინაში, რუსულ გავლენის ცენტრებთან აფილირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობა აიკრძალება მანამდე, კიევ-პეჩორის უდიდესი კომპლექსი რუსეთის იურისდიქციის ქვეშ იყო. ლავრის ახალი მეთაური, მიტროპოლიტი ეპიფანე უნდა გახდეს. დღესვე უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭომ, მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ათამდე სასულიერო პირს სანქციები დაუწესა. შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას №820/2022 ეროვნული უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, რომელიც ეხება, რუსეთთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობის აკრძალვას.