კიევ-პეჩორის ლავრა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მონასტრად დაარეგისტრირეს

კიევ-პეჩორის ლავრა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მონასტრად ოფიციალურად დაარეგისტრირეს. 

მანამდე, კიევ-პეჩორის უდიდესი კომპლექსი რუსეთის იურისდიქციის ქვეშ იყო. ლავრის ახალი მეთაური, მიტროპოლიტი ეპიფანე უნდა გახდეს.

დღესვე უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭომ, მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ათამდე სასულიერო პირს სანქციები დაუწესა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას №820/2022 ეროვნული უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, რომელიც ეხება, რუსეთთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობის აკრძალვას.