თეგი: კირილო ბუდანოვი
დარტყმები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე უფრო და უფრო ღრმა იქნება - უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი
თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელს კირილო ბუდანოვს არ დაუდასტურებია უკრაინის მონაწილეიბა რუსეთის საჰაერო ბაზებზე დარტყმებში, მაგრამ ვარაუდობს, რომ ასეთი დარტყმები უფრო და უფრო ღრმა იქნება. ამის შესახებ კირილო ბუდანოვი ABC News-თან ინტერვიუში ამბობს, რომლიც ამონარიდიც არხის სოციალურ ქსელებში გავრცელდა. კითხვას, განახორციელა თუ არა უკრაინამ დარტყმები რუსეთის ავიაბაზაზე, ბუდანოვმა უპასუხა, რომ პასუხის გაცემა ამჟამად არ შეუძლია და ამას მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ შეძლებს. მან ააქვე აღნიშნა, რომ ასეთი თავდასხმების ხილვით მოხარულია. ბუდანოვმა ასევე აღნიშნა, რომ ყირიმი უკრაინის ტერიტორიაა, ამიტომ, უკრაინას შეუძლია, იქ გამოიყენოს ნებისმიერი იარაღი, რომელსაც საჭიროდ ჩათვლის.
როდის ვეღარ შეძლებს რუსეთის ეკონომიკა უკრაინაში ომის მხარდაჭერას და რატომ არის გაზაფხული გადამწყვეტი
„რუსეთის ეკონომიკა უკვე სამ თვეში ვეღარ შეძლებს უკრაინაში აგრესიული ომის მხარდაჭერას. ტერორისტულ სახელმწიფოს აქვს დრო გაზაფხულის ბოლომდე, რათა შეეცადოს უკრაინაში გარკვეული სამხედრო მიზნების მიღწევას“, უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ USA Today-ს ინტერვიუში უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსმა გენერალ-მაიორმა კირილო ბუდანოვმა განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთმა დახარჯა უზარმაზარი ადამიანური რესურსები, შეიარაღება და მასალები. მისმა ეკონომიკამ და წარმოებამ ვერ დაფარა ეს დანაკარგები. „მან შეცვალა თავისი სამხედრო სარდლობის ჯაჭვი. თუ რუსეთის არმია ვერ შეასრულებს თავის მიზნებს ამ გაზაფხულზე, ის დარჩება სამხედრო შეიარაღების გარეშე“, - განაცხადა ბუდანოვმა. ბუდანოვის თქმით, „უკრაინა და ამ გაზაფხულზე გადამწყვეტი ბრძოლებია მოსალოდნელი და ეს იქნება უკანასკნელი ბრძოლა ომის დასრულებამდე". მისივე თქმით, ომი არ დასრულდება, ვიდრე ყირიმი არ განთავისუფლდება რუსეთისგან. „ეს კონფლიქტი უკვე გადაიზარდა ეგზისტენციალურ ომში რუსეთსა და დასავლეთს შორის. დიახ, დასავლეთი არ მონაწილეობს ამ ომში თავისი ჯარისკაცებით. მაგრამ ისინი გვაწვდიან იარაღს. ჩვენ შეგვიძლია, გამოვიყენოთ ისინი ბრძოლაში. ეს ნიშნავს, რომ უკრაინის გამარჯვება რუსეთზე საერთო გამარჯვებაა და თუ უკრაინა დაეცემა, რაც ნაკლებად სავარაუდოა, ეს მთელი დასავლური ცივილიზაციის დამარცხებაა", - აღნიშნა ბუდანოვმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა.
კირილ ბუდანოვი საუბრობს, რამდედ ხანს ეყოფა რუსეთს შესაძლებლობები ომის საწარმოებლად
უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ რუსეთს, სავარაუდოდ, აქვს ეკონომიკური და ტექნიკური შესაძლებლობა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომი 2025 ან 2026 წლამდე გააგრძელოს. ამის შესახებ ბუდანოვმა უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. გამოცემა „უკრაინსკა პრავდის“ შეკითხვას, როგორ აისახება ისრაელის და „ჰამასის“ ომი რუსეთ-უკრაინის ომსა და უკრაინის სამხედრო დახმარებაზე, დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა უპასუხა, რომ პრობლემა არ იქნება, თუ ეს კონფლიქტი მხოლოდ რამდენიმე კვირას გასტანს. რაც შეეხება დასავლეთის სახელმწიფოთა მხრიდან შემდგომ სამხედრო დახმარებას, ბუდანოვი 2024 წლის შუა პერიოდამდე განსაკუთრებულ პრობლემას ვერ ხედავს, შემდეგ კი, მისი თქმით, უკრაინაზე იქნება დამოკიდებული საჭიროებების სწორად ახსნა და საკუთარი წარმოების გაზრდაც. კირილ ბუდანოვი უმთავრეს მოსაგვარებელ პრობლემად ასახელებს საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას. უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ უკრაინასაც აქვს საკუთარი არმიის შევსების მნიშვნელოვანი შესაძლებლობები: შეკითხვა: მსოფლიო არ იყო მზად ასეთი ინტენსიური ომისთვის - თქვენი შეფასებით, რამდენ ხანს შეიძლება, გაგრძელდეს ომი? - რესურსებთან დაკავშირებით, ფაქტებზე ვისაუბროთ. პასუხი: ეკონომიკის შეფასებით, რუსეთს განსაკუთრებული პრობლემების გარეშე" შეუძლია 2025 წლამდე იომოს, ტექნიკის რაოდენობით კი - მაქსიმუმ 2026 წლამდე, თუმცა ტექნიკის აღდგენის ტემპი არცთუ მაღალი აქვს. ანუ, სადღაც 2025 წელზე გავდივართ. ადამიანური რესურსი რუსეთს დიდხანს ეყოფა. მაგრამ რაც არ უნდა თქვას ვინმემ, თუ მთლიანობაში შეაფასებთ ჩვენს ადამიანურ რესურსებს, ის ასევე იქნება დიდი ხნის განმავლობაში. ჩვენი ქვეყანა არც ისე პატარაა. სხვა საქმეა, მზად არის თუ არა რუსეთის ფედერაცია ზედა ზღვრამდე, ბოლომდე გასასვლელად? ფაქტობრივად, ყველა მობილიზებული იბრძვის, გრძნობენ საბრძოლო მასალის ნაკლებობას, იარაღის ნაკლებობას. შეკითხვა: მაგრამ ამ ნაკლებობას ირანთან და ჩრდილოეთ კორეასთან თანამშრომლობით ფარავენ? - და ჩვენ ამ ნაკლებობას ვფარავთ შეერთებულ შტატებთან, ბრიტანეთთან, ცივილიზებულ სამყაროსთან თანამშრომლობით. „მსოფლიო არ იყო მზად ასეთი ინტენსივობის ომისთვის. და ეს, სხვათა შორის, არის ერთ-ერთი დასკვნა, რომელსაც ყველა ქვეყანა აუცილებლად გააკეთებს ამის შემდეგ. ყველა შეეცდება, ააშენოს თავისი არსენალი.“ შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში გასული წლის თებერვალში შეიჭრა და ამ დრომდე აგრძელებს ომს. დასავლეთი უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობს და აცხადებს, რომ კიევს დაეხმარებიენ იმ დრომდე, ვიდრე ეს საჭირო იქნება.