კირილ ბუდანოვი საუბრობს, რამდედ ხანს ეყოფა რუსეთს შესაძლებლობები ომის საწარმოებლად

უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ რუსეთს, სავარაუდოდ, აქვს ეკონომიკური და ტექნიკური შესაძლებლობა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომი 2025 ან 2026 წლამდე გააგრძელოს. ამის შესახებ ბუდანოვმა უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

გამოცემა „უკრაინსკა პრავდის“ შეკითხვას, როგორ აისახება ისრაელის და „ჰამასის“ ომი რუსეთ-უკრაინის ომსა და უკრაინის სამხედრო დახმარებაზე, დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა უპასუხა, რომ პრობლემა არ იქნება, თუ ეს კონფლიქტი მხოლოდ რამდენიმე კვირას გასტანს. რაც შეეხება დასავლეთის სახელმწიფოთა მხრიდან შემდგომ სამხედრო დახმარებას, ბუდანოვი 2024 წლის შუა პერიოდამდე განსაკუთრებულ პრობლემას ვერ ხედავს, შემდეგ კი, მისი თქმით, უკრაინაზე იქნება დამოკიდებული საჭიროებების სწორად ახსნა და საკუთარი წარმოების გაზრდაც. კირილ ბუდანოვი უმთავრეს მოსაგვარებელ პრობლემად ასახელებს საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას.

  • უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ უკრაინასაც აქვს საკუთარი არმიის შევსების მნიშვნელოვანი შესაძლებლობები:

შეკითხვა: მსოფლიო არ იყო მზად ასეთი ინტენსიური ომისთვის - თქვენი შეფასებით, რამდენ ხანს შეიძლება, გაგრძელდეს ომი? - რესურსებთან დაკავშირებით, ფაქტებზე ვისაუბროთ.

პასუხი: ეკონომიკის შეფასებით, რუსეთს განსაკუთრებული პრობლემების გარეშე" შეუძლია 2025 წლამდე იომოს, ტექნიკის რაოდენობით კი - მაქსიმუმ 2026 წლამდე, თუმცა ტექნიკის აღდგენის ტემპი არცთუ მაღალი აქვს. ანუ, სადღაც 2025 წელზე გავდივართ. ადამიანური რესურსი რუსეთს დიდხანს ეყოფა.


მაგრამ რაც არ უნდა თქვას ვინმემ, თუ მთლიანობაში შეაფასებთ ჩვენს ადამიანურ რესურსებს, ის ასევე იქნება დიდი ხნის განმავლობაში. ჩვენი ქვეყანა არც ისე პატარაა. სხვა საქმეა, მზად არის თუ არა რუსეთის ფედერაცია ზედა ზღვრამდე, ბოლომდე გასასვლელად? ფაქტობრივად, ყველა მობილიზებული იბრძვის, გრძნობენ საბრძოლო მასალის ნაკლებობას, იარაღის ნაკლებობას.


შეკითხვა: მაგრამ ამ ნაკლებობას ირანთან და ჩრდილოეთ კორეასთან თანამშრომლობით ფარავენ? - და ჩვენ ამ ნაკლებობას ვფარავთ შეერთებულ შტატებთან, ბრიტანეთთან, ცივილიზებულ სამყაროსთან თანამშრომლობით.

„მსოფლიო არ იყო მზად ასეთი ინტენსივობის ომისთვის. და ეს, სხვათა შორის, არის ერთ-ერთი დასკვნა, რომელსაც ყველა ქვეყანა აუცილებლად გააკეთებს ამის შემდეგ. ყველა შეეცდება, ააშენოს თავისი არსენალი.“

შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში გასული წლის თებერვალში შეიჭრა და ამ დრომდე აგრძელებს ომს. დასავლეთი უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობს და აცხადებს, რომ კიევს დაეხმარებიენ იმ დრომდე, ვიდრე ეს საჭირო იქნება.