თეგი: კონცერტი
ცნობილია, როდის გაიმართება კონცერტები „საახალწლო სოფელში“
თბილისის მერიის ინფორმაციით, 23 დეკემბრიდან, „საახალწლო სოფელში“ მოწყობილ სხვადასხვა სცენაზე კონცერტები ყოველდღიურად გაიმართება. „გარდა იმისა, რომ ორბელიანის მოედანზე, 9 აპრილის ბაღსა და ათონელის ქუჩაზე საბავშვო-გასართობი წარმოდგენები, გასართობი აქტივობები და სადღესასწაულო მსვლელობები მოეწყობა, ასევე, იგეგმება სხვადასხვა ჟანრის მუსიკოსებისა და მომღერლების საღამოები. კონცერტების ციკლი „საახალწლო სოფლის“ გახსნით დაიწყება. გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ წამყვანები - გვანცა დარასელია და აჩიკო სოლოღაშვილი. მომღერლები: ლელა წურწუმია, ლიზა ბაგრატიონი, ანრი ჯოხაძე, დუეტი „ჯორჯია“, აჩიკო მეფარიძე, ჯგუფი „ფორტე“, დათო გომართელი, მასტერა და ნათია დუმბაძე, ასევე, ანსამბლი „შვიდკაცა“. საახალწლო სოფლის მუსიკალური პროგრამა მოიცავს SALIO-ს, 90-იანების კონცერტს, Killages-ს, ზუკა ხუციშვილსა და ბენდს, „არას“, SKAZZ-ს, „ნიუტონს“, 4D Monster Lobsters-ს, Goofy Land-ს, „თამადას“, SvanSikh-ს, „ფრანს“, „რეგეონს“, ქართული სიმღერის კონცერტს, თბილისის ბიგ-ბენდს, Bedford Falls-ს, ქართული ესტრადის ვარსკვლავების კონცერტს, ეთნომუსიკის კონცერტს, დავით ილურიძის ბენდს, სოფო გელოვანს, დათო ევგენიძეს, FE PROJECT-ს, „თუთარჩელას“, LOUDspeakers-ს, ელენე კალანდაძე და ერეკლე გეწაძე, Tika Balanchine & New One-ს, მიშო ურუშაძეს, ბენდს „შერეკილები“, გიორგი გიგაშვილს, ნინი ნუცუბიძეს და კატო კვარაცხელიას. საბავშვო კონცერტები გაიმართება ათონელის ქუჩის სცენაზე. ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებენ N STUDIO და მისი მუსიკალური ხელძღვანელი ნუცა ჯანელიძე, თამარ ბოლაშვილი, რუსიკო ბახტაძის სტუდია, „ქენდი სტუდიო“, „ბზიკები სტუდიო“, სამეცნიერო მუზეუმი „ექსპერიმენტორიუმი“, „მეკო სტუდია“, სტუდია „ანა-ბანა“, „ვოკალის აკადემია“, ეროვნული სასახლის ფოკლორული ანსამბლების კონცერტი, „ბასტი-ბუბუ“, ბავშვთა ვოკალური სტუდია „ჩიკო“, ნუკრი კაპანაძის სასიმღერო სტუდია, სტუდია „თინქლაბი“, გუნდი „დორემი“, სტუდია „ველოსიპედი“, „ნია სტუდიო“, საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანება - თბილისის თოჯინების თეატრი, „სტუდიო 1,2 3“, პროექტ „რანინას“ ყველა სეზონის მონაწილე, ეროვნული სასახლის ვოკალური ჯგუფები და კლასიკური მუსიკის შემსრულებლები“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
IMAGINE DRAGONS 31 აგვისტოს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე იმღერებს
Black Sea Arena-მ აგვისტოში რამდენიმე კონცერტი დააანონსა. შემსრულებლებს შორის - Imagine Dragons-ი და The Killers-ი არიან. Imagine Dragons კონცერტს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართავს, ხოლო The Killers-ს Black Sea Arena-ზე ვიხილავთ. კონცერტების განრიგი ასე გამოიყურება: Nile Rodgers & Shick — 5 აგვისტო;FKJ — 6 აგვისტო;Damian Lazarus — 10 აგვისტო;The Killers — 15 აგვისტო;All Day I Dream — 18 აგვისტო;Imagine Dragons — 31 აგვისტო.
Scorpions-ის კონცერტის ბილეთების ფასები 145 ლარიდან იწყება
გერმანული ჰარდ როკ ჯგუფის Scorpions-ის კონცერტის ბილეთების ფასები 145 ლარიდან იწყება, შემდეგი კატეგორიები კი – 165 ლარი, 220 ლარი, 280 ლარი და 550 ლარი ღირს. ბილეთების გაყიდვა 3 აპრილს, 10:00 საათიდან BSA.ge-სა და TKT.ge-ზე დაიწყება. BSA.ge-ზე მომხმარებელს მხოლოდ კატეგორია "Star Ring"-ის ბილეთებს შეძენა შეეძლება, TKT.ge-ზე კი ნებისმიერი კატეგორიას. გერმანული ჯგუფი კონცერტს Black Sea Arena-ს 2-წლიანი კამპანიის - Starring Georgia-ს ფარგლებში, 31 მაისს გამართავს.