Scorpions-ის კონცერტის ბილეთების ფასები 145 ლარიდან იწყება

გერმანული ჰარდ როკ ჯგუფის Scorpions-ის კონცერტის ბილეთების ფასები 145 ლარიდან იწყება, შემდეგი კატეგორიები კი – 165 ლარი, 220 ლარი, 280 ლარი და 550 ლარი ღირს.

ბილეთების გაყიდვა 3 აპრილს, 10:00 საათიდან BSA.ge-სა და TKT.ge-ზე დაიწყება. BSA.ge-ზე მომხმარებელს მხოლოდ კატეგორია "Star Ring"-ის ბილეთებს შეძენა შეეძლება, TKT.ge-ზე კი ნებისმიერი კატეგორიას.

გერმანული ჯგუფი კონცერტს Black Sea Arena-ს 2-წლიანი კამპანიის - Starring Georgia-ს ფარგლებში, 31 მაისს გამართავს.