თეგი: კრასნოდარი

რუსეთში, ქალაქ იეისკში, სამხედრო თვითმფრინავი საცხოვრებელ კორპუსს დაეცა

რუსეთის ფედერაციაში, კრასნოდარის მხაერეში, ქალაქ იეისკში სამხედრო თვითმფრინავი ერთ-ერთ უბანში, მრავალსართულიან კორპუსს დაეცა. ინტერფაქსის ცნობით, სუ-34 საბრძოლო გამანადგურებელი-ბომბდამშენია. შემთხვევის ადგილზე ხანძარია. დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.  რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, იეისკში თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი აფრენის დროს ერთ-ერთი ძრავის აალება გახდა. სამხედრო დეპარტამენტის ცნობით, თვითმფრინავი სამხრეთ სამხედრო ოლქის სამხედრო აეროდრომიდან სასწავლო ფრენას ასრულებდა და ჩამოვარდა. სამინისტროს ცნობითვე, ეკიპაჟმა კატაპულტირება მოახერხა.   

რუსეთის კრასნოდარის მხარეში ნავთობის კიდევ ერთი რეზერვუარი იწვის

რუსეთის კრასნოდარის მხარეში, ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ნავთობის რეზერვუარებს ცეცხლი გაუჩნდა. კრემლის მიერ კონტროლირებადი TASS-ი მომხდარს დრონებით თავდასხმას უკავშირებს. რუსეთში ნავთობპროდუქტების რეზერვუარი იწვის გუბერნატორის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების სამინისტროს წარმომადგენლები. წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა ან დაღუპულა და მეხანძრეებმა ხანძარი ჩააქრეს.  

რუსეთის ქალაქ კრასნოდარის ცენტრში აფეთქება მოხდა - მედია

აფეთქებების ხმა რუსეთის სამხრეთით მდებარე ქალაქ კრასნოდარის ცენტრში, 26 მაისს, გამთენიისას ისმოდა. იტყობინება ადგილობრივი ტელეგრამ არხი "ბაზა". მისივე თანახმად, კრასნოდარში საჰაერო თავდაცვის სისტემა უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შემდეგ ამოქმედდა. კრასნოდარის მერის, ევგენი ნაუმოვის ინფორმაციით, დაზიანებულია საოფისე შენობა და საცხოვრებელი სახლი. ქალაქი კრასნოდარი რუსეთის კრასნოდარის მხარის ადმინისტრაციული ცენტრია. რეგიონი ანექსირებულ ყირიმს ესაზღვრება. გახშირდა ცნობები რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმების შესახებ, მათ შორის, განსაკუთრებით, რუსეთის ბელგოროდის ოლქში.  

კრასნოდარში ნავთობის საცავი იწვის

რუსეთის ქალაქ კრასნოდარში, იაბლონოვსკის ხიდთან, ნავთობის საცავში ხანძარია. უკრაინული გამოცემა Правда რუსულ Telegram არხებზე დაყრდნობით წერს, რომ წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი 20 კვადრატული მეტრის ფართობზეა გავრცელებული. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ნავთობის საცავიდან კვამლი რამდენიმე კილომეტრის დაშორებითაც შეიმჩნევა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. ხანძარი ლოკალიზებულია. დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.  

რუსეთში, კრასნოდარის მხარეში სამხედრო თვითმფრინავი L-39 ჩამოვარდა

კრასნოდარის მხარეში, ყუბანში საწვრთნელი სამხედრო თვითმფრინავი L-39 ჩამოვარდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ის სასწავლო რეისს ასრულებდა და დაშვებისას ჩამოვარდა. ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრი გარდაიცვალა. სამხედრო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ თვითმფრინავი აეროდრომზე ჩამოვარდა, რასაც ადგილზე ნგრევა და მსხვერპლი არ გამოუწვევია. ავარიის მიზეზი ჯერ უცნობია. შეგახსენებთ, 12 აგვისტოს, რუსეთში, კალინიგრადის ოლქში Su-30 სასწავლო ფრენის დროს ჩამოვარდა. 23 თებერვალს ბელგოროდის ოლქში Su-25 ჩამოვარდა, პილოტი გარდაიცვალა.