თეგი: კუპიანსკი
CNN: უკრაინულმა ძალებმა ხარკოვის ოლქში, კუპიანსკთან ახლოს უკრაინის დროშა აღმართეს
უკრაინულმა ძალებმა ხარკოვის ოლქში, კუპიანსკთან ახლოს, შევჩენკოვის დასახლებაში უკრაინის დროშა აღმართეს. CNN-ის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოზე დროშა ადმინისტრაციულ შენობაზე ჩანს. შევჩენკოვო კუპიანსკიდან დაახლოებით 30 კილომეტრში მდებარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, კუპიანსკი უკრაინელმა ძალებმა 9 სექტემბერს გაათავისუფლეს. 8 სექტემბერს გავრცელდა ასევე ინფორმაცია, რომ უკრაინულმა ძალებმა ხარკოვის ოლქში, ბალაკლეა გაათავისუფლეს.
მტრის იერიშის შედეგად, კუპიანსკის რაიონში ამიაკის მილსადენი დაზიანდა - ოფიციალური პირი
კუპიანსკის რაიონში ამიაკის მილსადენი დაზიანდა, განაცხადა ხარკოვის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეჰ სინეჰუბოვმა. მისი ინფორმაციით, მტრის დარტყმის შედეგად მოხდა მილსადენის დაზიანება. "რეგიონში შტაბი ფუნქციონირებს შეტევის შედეგების აღმოსაფხვრელად. ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს", - წერს სინეჰუბოვი სოციალურ ქსელში.
უკრაინამ კუპიანსკის რაიონის 37 დასახლების სავალდებულო ევაკუაცია დაიწყო
უკრაინის ხელისუფლება ხარკოვის ოლქის კუპიანსკის რაიონის 37 დასახლებიდან სავალდებულო ევაკუაცია დაიწყო. კერძოდ, უნდა განხორციელდეს მდინარე ოსკოლის მარცხენა სანაპიროს მცხოვრებლების ევაკუაცია. ნაწილობრივ ევაკუირებულია ქალაქი კუპიანსკიც, მათ შორის რკინიგზის სადგური კუპიანსკი-უზლოვაია, რომელიც მდინარე ოსკოლის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს. უკრაინული მედიის ცნობით, კუპიანსკის სამხედრო საქალაქო ადმინისტრაციამ გადაწყვეტილება რუსული ძალების მხრიდან დაბომბვის ინტენსივობის გაზრდის გამო მიიღეს. „ხარკოვის ოლქის კუპიანსკის რაიონის დეოკუპირებულ ტერიტორიებზე მოსახლეობის სავალდებულო ევაკუაცია იწყება. ამ ბრძანებას ხელი კუპიანსკის რაიონის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრეი კანაშევიჩმა 9 აგვისტოს მოაწერა,“ - აცხადებენ კუპიანსკის სამხედრო ადმინისტრაციაში. ადმინისტრაციამ ასევე გამოაქვეყნა საკონტაქტო ინფორმაცია, სადაც მოქალაქეებს ევაკუაციასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება შეუძლიათ. უკანასკნელ დღეებში რუსული არმიია ქალაქ კუპიანსკში შეღწევას ცდილობს, გახშირდა დაბომბვები. უფრო ადრე ხარკოვის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა, უნდა განხორციელდეს, დაახლოებით, 11 000 ადამიანის ევაკუაცია. ქალაქი კუპიანსკი და კუპიანსკის ოლქის უმეტესი ნაწილი, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან მალევე ოკუპაციის ქვეშ მოექცა. ოლქი უკრაინის არმიამ გასული წლის სექტემბერში გაათავისუფლა.