უკრაინულმა ძალებმა ხარკოვის ოლქში, კუპიანსკთან ახლოს, შევჩენკოვის დასახლებაში უკრაინის დროშა აღმართეს.
CNN-ის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოზე დროშა ადმინისტრაციულ შენობაზე ჩანს.
შევჩენკოვო კუპიანსკიდან დაახლოებით 30 კილომეტრში მდებარეობს.
გავრცელებული ინფორმაციით, კუპიანსკი უკრაინელმა ძალებმა 9 სექტემბერს გაათავისუფლეს.
8 სექტემბერს გავრცელდა ასევე ინფორმაცია, რომ უკრაინულმა ძალებმა ხარკოვის ოლქში, ბალაკლეა გაათავისუფლეს.