თეგი: ლატვიის პრეზიდენტი
ლატვიის პრეზიდენტი: ბოლოს და ბოლოს, რუსეთი უნდა დამარცხდეს
ლატვიის პრეზიდენტი ეგილს ლევიტსი აცხადებს, რომ ბრიუსელში დღეს დაგეგმილ შეხვედრაზე მოკავშირეებს ორი მთავარი ამოცანა აქვთ, რაც უკრაინისთვის დახმარების გაწევაზე შეთანხმებას და NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებას გულისხმობს. „დღეს ჩვენ ორი მთავარი ამოცანა გვაქვს: პირველი, შევთანხმდეთ შეძლებისდაგვარად მასშტაბურ დახმარებაზე უკრაინისთვის. მეორე არის NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერება. დარწმუნებული ვარ, ჩვენ მოვახერხებთ ამ ორ ამოცანასთან გამკლავებას. ჩვენ ვისაუბრებთ ქიმიური იარაღის გამოყენების საფრთხეზე, რადგან ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინას. ესაა ჩვენი ამოცანა და ჩვენ ამაზე შევთანხმდებით“, – განაცხადა ეგილს ლევიტსმა. ასევე წაიკითხეთ: NATO-ს გენერალური მდივანი: ნებისმიერი სახის ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის გამოყენება შეცვლის ამ კონფლიქტის მთელ სტრუქტურას