თეგი: ლევა დავითაშვილი

ლევან დავითაშვილი: წლის ბოლომდე გავგზავნით გენერატორებს უკრაინაში

წლის ბოლომდე გავგზავნით გენერატორებს უკრაინაში, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა. ანდრი კასიანოვი: საქართველოს ერთი თვის წინ ვთხოვეთ გენერატორები, მაგრამ პასუხი არ მიგვიღია "ჩვენი უკრაინელი კოლეგებისგან ჩვენ მივიღეთ თხოვნა, რომ დავხმარებოდით გენერატორებისა და სხვა ელექტრომოწყობილობების კუთხით. სამწუხაროდ, ჩვენ ექსტრა გენერატორები არ გვქონდა. შემდეგ პრემიერ-მინისტრმა მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილება, ჩვენ მივიღეთ დავალება გამოგვეყო რესურსები, დაწყებულია შესყიდვის პროცესი და ჩვენს უკრაინელ მეგობრებს დავეხმარებით გენერატორებით. ისინი მიიღებენ ადეკვატურად საჭირო მაღალი ტექნოლოგიის მოწყობილობებს. წლის ბოლომდე საქართველოდან გაიგზავნება, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. უკრაინისთვის გენერატორების მიწოდება აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც ზამთრის მოახლოებასთან ერთად, რუსეთმა უკრაინის ენერგოობიექტებზე დაიწყო იერიშების მიტანა. 6 დეკემბერს საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრი კასიანოვმა ბრიფინგზე თქვა, რომ თვეზე მეტია სთხოვენ საქართველოს მთავრობას გენერატორებით დახმარებას, მაგრამ პასუხი ამ საკითხზე არ მიუღიათ.  

სანავსადგურე სექტორში „საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემის“ დანერგვის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს - ეკონომიკის სამინისტრო

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ორგანიზებით, „ციფრული ნავსადგურები - Digital Ports I“ ფაზის გახსნითი შეხვედრა გაიმართა, რომელიც „საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემის“ იმპლემენტაციის პროცესის ფინალურ ეტაპს მოიცავს. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, შეხვედრას ესწრებოდნენ ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი თამარ იოსელიანი, ასევე საზღვაო ინდუსტრიის წარმომადგენლები, პარტნიორები და სამუშაო ჯგუფის წევრები. ლევან დავითაშვილის განცხადებით, აშშ-ის მხარდაჭერით საქართველოში მიმდინარე საზღვაო ტრანსპორტის გაციფრულების პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს, როგორც შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის გასაზარდელად. „ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ დროს, როდესაც საქართველოს, როგორც ლოგისტიკური ცენტრის მიმართ, საერთაშორისო დონეზე ინტერესია გაზრდილი და ამიტომ, აუცილებელია, რომ ეფექტური და მომხმარებელზე მაქსიმალურად ორიენტირებული სერვისების შეთავაზება შევძლოთ. ჩვენ დავნერგავთ ერთი ფანჯრის პრინციპს, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ საქართველო კიდევ უფრო მიმზიდველი იყოს, როგორც ლოგისტიკური ჰაბი,“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. საქართველოს სანავსადგურე სექტორში „საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემის“ (MSW) დანერგვის პროცესი საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, საქართველოში აშშ-ის საელჩოს ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების (EXBS) პროგრამისა და აშშ-ს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მოიცავს როგორც პროგრამულ, ისე სისტემის მატერიალურ უზრუნველყოფას. „აქვე ხაზგასასმელია, რომ ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, EXBS-ისა და ინვესტორთა საბჭოს მხარდაჭერით, უკვე დაწყებული აქვს საქართველოს პორტებში ნავსადგურების გაერთიანებული სისტემისდანერგვის პროცესი. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის (EUD) მხარდაჭერით, განხორციელდა „საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემის“ უშუალო განვითარებისთვის საჭირო კანონმდებლობის შემუშავება, ხოლო USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის - DAI ფარგლებში შეფასდა „საზღვაო ერთი ფანჯრის პრინციპის“ იმპლემენტაციის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების რელევანტურობა, ასევე შემუშავდა გემის აგენტების პროგრამის რეგულირების მექანიზმი და საწვრთნელო პროგრამა, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფეხურია MSW დანერგვის პროცესში. პროექტი, ქვეყნის ტრანზიტული პოტენციალის ზრდის თვალსაზრისით, სანავსადგურე სექტორში ბოლო წლებში განხორციელებული ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინიციატივაა. „ციფრული პორტები“ გულისხმობს საპორტე სექტორში სახელმწიფო სერვისების გაციფრულებას და ერთი ონლაინ-პლატფორმის ქვეშ, ერთი ფანჯრის სისტემაში (MSW) გაერთიანებას. აღნიშნული სისტემის იმპლემენტაცია საქართველოს ნავსადგურებში გაამარტივებს და მთლიანად გააციფრულებს საქართველოს ნავსადგურებში გემის შესვლა/გასვლასთან დაკავშირებულ პროცედურებს, რაც თავის მხრივ გააუმჯობესებს სანავსადგურე და ლოგისტიკური პროცესების მართვას და ავტომატიზაციას, ხელს შეუწყობს უწყებათაშორის კოორდინაციას და მნიშვნელოვნად შეამცირებს პორტებში საჭირო პროცედურების დროს. აღსანიშნია, რომ „ერთი ფანჯრის სისტემის“ - „ციფრული ნავსადგურების“ დანერგვით, სრულად შესრულდება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგით საზღვაო სფეროში გათვალისწინებული დირექტივები და რეგულაციები. ქვეყნის საზღვაო სექტორი უპასუხებს ევროპულ სტანდარტებს, საპორტო სისტემები კი თავსებადი იქნება ევროპულთან. საქართველოს სანავსადგურე სექტორში „საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემის“ დანერგვის პროექტი არამხოლოდ სატრანსპორტო ჰაბის, არამედ ციფრული ჰაბის ფორმირებასაც შეუწყობს ხელს, რაც გააღრმავებს შავ ზღვაზე რეგიონულ თანამშრომლობას. პროექტს განახორციელებს საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული გერმანული საკონსულტაციო კომპანია Hamburg Port Consulting (HPC), რომლის წარმომადგენლებმაც, ღონისძიების ფარგლებში, პრეზენტაცია გამართეს და დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს პროექტის განხორციელების დეტალური გეგმა, მოსალოდნელი შედეგებისა და გამოწვევების გათვალისწინებით“, - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.