წლის ბოლომდე გავგზავნით გენერატორებს უკრაინაში, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
"ჩვენი უკრაინელი კოლეგებისგან ჩვენ მივიღეთ თხოვნა, რომ დავხმარებოდით გენერატორებისა და სხვა ელექტრომოწყობილობების კუთხით. სამწუხაროდ, ჩვენ ექსტრა გენერატორები არ გვქონდა. შემდეგ პრემიერ-მინისტრმა მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილება, ჩვენ მივიღეთ დავალება გამოგვეყო რესურსები, დაწყებულია შესყიდვის პროცესი და ჩვენს უკრაინელ მეგობრებს დავეხმარებით გენერატორებით. ისინი მიიღებენ ადეკვატურად საჭირო მაღალი ტექნოლოგიის მოწყობილობებს. წლის ბოლომდე საქართველოდან გაიგზავნება, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
უკრაინისთვის გენერატორების მიწოდება აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც ზამთრის მოახლოებასთან ერთად, რუსეთმა უკრაინის ენერგოობიექტებზე დაიწყო იერიშების მიტანა. 6 დეკემბერს საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრი კასიანოვმა ბრიფინგზე თქვა, რომ თვეზე მეტია სთხოვენ საქართველოს მთავრობას გენერატორებით დახმარებას, მაგრამ პასუხი ამ საკითხზე არ მიუღიათ.