თეგი: ლექსო თორაძე
პიანისტი ლექსო თორაძე გარდაიცვალა
პიანისტი ლექსო თორაძე 69 წლისა გარდაიცვალა. ლექსო თორაძე დაიბადა თბილისში, 1952 წლის 30 მაისს, კომპოზიტორ დავით თორაძისა და კინომსახიობ ლიანა ასათიანის ოჯახში. ლექსო თორაძე აღიარებულია თანამედროვეობის ერთ-ერთ ვირტუოზ პიანისტად. 1969 წელს პიანისტი მუსიკოს-შემსრულებელთა ამიერკავკასიისა და საკავშირო კონკურსების ლაურეატი გახდა. 1975 წელს იტალიაში ა. კასაგრანდეს სახელობის საერთაშორისო კონკურსში მიიღო სამი პრემია, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვან კლაიბერნის სახელობის საერთაშორისო კონკურსზე – ორი პრემია. მუსიკოსი აშშ-ში 1983 წლიდან ცხოვრობდა და ეწეოდა საშემსრულებლო და პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1991 წელს ლექსო თორაძე გახდა ქალაქ საუთ-ბენდის (ინდიანას შტატი) უნივერსიტეტის პროფესორი და აქვე დააარსა საფორტეპიანო სტუდია – Toradze Piano Studio, რომელმაც აღიარება მოიპოვა, როგორც მუსიკალურ-აღმზრდელობითმა ცენტრმა.
ლექსო თორაძეს დღეს, დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ
ლექსო თორაძეს თბილისში, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში დღეს დაკრძალავენ. პიანისტს 15:00 საათზე, კონსერვატორიის დიდი დარბაზის ფოიედან გამოასვენებენ. ლექსო თორაძე 69 წლისა, 2022 წლის 11 მაისს გარდაიცვალა. მუსიკოსი აშშ-ში 1983 წლიდან ცხოვრობდა და ეწეოდა საშემსრულებლო და პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1991 წელს ლექსო თორაძე გახდა ქალაქ საუთ-ბენდის (ინდიანას შტატი) უნივერსიტეტის პროფესორი და აქვე დააარსა საფორტეპიანო სტუდია – Toradze Piano Studio, რომელმაც აღიარება მოიპოვა, როგორც მუსიკალურ-აღმზრდელობითმა ცენტრმა.
აშშ-ის საელჩო: ვემშვიდობებით ქართველ-ამერიკელ პიანისტ ლექსო თორაძეს, რომელიც მსოფლიოს მუსიკალურ სამყაროს ძალიან დააკლდება
მსოფლიოს მუსიკალურ სამყაროს და ყველას, ვისაც მისი შემოქმედება შეეხო, ლექსო თორაძე ძალიან დააკლდება, – ამის შესახებ აშშ-ის საელჩოს სამძიმრის ტექსტშია ნათქვამი. „დღეს ვემშვიდობებით ჩვენი ორი ქვეყნის გამორჩეულ წარმომადგენელს, ქართველ-ამერიკელ პიანისტ ალექსანდრე, ლექსო თორაძეს. მსოფლიოს მუსიკალურ სამყაროს და ყველას, ვისაც მისი შემოქმედება შეეხო, ლექსო თორაძე ძალიან დააკლდება. ვუსამძიმრებთ ლექსოს ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და უამრავ მოსწავლეს, მათ შორის აშშ-ის ტრანსპორტირების სახელმწიფო მდივან (და პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატ) პიტ ბუტიჯეჯს, რომელიც ერთ დროს ინდიანას უნივერსიტეტში თორაძის საფორტეპიანო სტუდიაში ყოველკვირეულად სწავლობდა“, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს სამძიმრის ტექსტში. ლექსო თორაძეს დღეს, დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ პიანისტი ლექსო თორაძე 69 წლისა 11 მაისს გარდაიცვალა. მუსიკოსი 1983 წლიდან აშშ-ში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა, სადაც საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ლექსო თორაძე გუშინ საქართველოში ჩამოასვენეს. პიანისტის სამოქალაქო პანაშვიდი თბილისის კონსერვატორიაში გაიმართა. ლექსო თორაძეს დღეს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ.
პრეზიდენტმა ლექსო თორაძე ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქართული მუსიკალური ხელოვნების განვითარებისა და მსოფლიოში მისი პოპულარიზაციისათვის, მრავალწლიანი შემოქმედებითი მოღვაწეობისა და ქართველ ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის პიანისტი ალექსანდრე (ლექსო) თორაძე ბრწყინვალების ორდენით (სიკვდილის შემდეგ) დააჯილდოვა. დაჯილდოების ცერემონია დღეს ორბელიანების სასახლეში ლექსო თორაძის ხსოვნისადმი მიძღნილ კლასიკური მუსიკის საღამოზე შედგა. საქართველოს პრეზიდენტმა ჯილდო ლექსო თორაძის დას და მეუღლეს პირადად გადასცა და აღნიშნა, რომ ეს სახელმწიფო ჯილდო მიენიჭა არამხოლოდ ძალიან დიდ პიანისტსა და დიდ მუსიკოსს, არამედ დიდ ადამიანს. „მინდა, პირველ რიგში, მადლობა გადავუხადო ლექსოს, რამეთუ ეს საღამო მან გვაჩუქა. დღეს არ შევიკრობებოდით აქ მისი ახლობლები, მეგობრები და მუსიკოსები, რომ არა ლექსო და რომ არა ეს ღიმილი, რომელიც ამ თვალებიდან მოდის და მისი სითბოს ნამდვილობას ასხივებს. რატომღაც ჩემ თავს მის მეგობრად ვთვლიდი, რადგან მას ჰქონდა უნიკალური უნარი - გხვდებოდა როგორც მეგობარს, ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მას და გზა მშვიდობისა! როგორც პრეზიდენტმა კი, მინდა ვთქვა, რომ ჩვენ გადავწყვიტეთ ლექსოს ბრწყინვალების ორდენით დაჯილდოება. შესაძლოა, ასე იყო საჭირო, რომ ეს ჯილდო დღეს, მისი 70 წლის იუბილეზე ყოფილიყო გადაცემული, რადგან ჩვენ ვაჯილდოვებთ არამხოლოდ ძალიან დიდ პიანისტსა და დიდ მუსიკოსს, არამედ ძალიან დიდ ადამიანს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. ლექსო თორაძის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოში მონაწილეობას იღებდნენ მსოფლიო დონის გამოჩენილი ქართველი პიანისტები და მუსიკოსები: ალექსანდრე კორსანტია, ედიშერ სავიცკი, ნინო ქათამაძე, ნიკოლოზ რაჭველი. პიანისტი ლექსო თორაძე 69 წლის ასაკში გარდაიცვალა.