თეგი: ლიეტუვის პრეზიდენტი
ლიეტუვის პრეზიდენტი: მკაცრად ვგმობ რუსეთის სამხედრო თავდასხმას უკრაინაზე
ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა სოციალურ ქსელში უკრაინაზე თავდასხმას ეხმაურება. „მე მკაცრად ვგმობ რუსეთის სამხედრო თავდასხმას უკრაინაზე. ის საფრთხეს უქმნის მილიონობით უდანაშაულო ადამიანს და ძირს უთხრის საერთაშორისო წესრიგის საფუძვლებს. დასავლეთის გადასაწყვეტია ახლა სათანადო რეაგირება! დაუდექით უკრაინას“ – წერს ნაუსედა. ასევე წაიკითხეთ: დმიტრო კულება: უკრაინა თავს დაიცავს და გაიმარჯვებს ამავე თემაზე პუტინმა უკრაინაში, დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა ჯო ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს BBC: კიევში აფეთქებების ხმა ისმის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა: რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული
გიტანას ნაუსედა: ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებებს ევროინტეგრაციისკენ
ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებებს ევროინტეგრაციისკენ, - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა, Twitter-ის გვერდზე წერს. „ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებებს ევროინტეგრაციისკენ. ქალბატონო პრეზიდენტო, ვაფასებ საქართველოში ყველა საჭირო დემოკრატიული რეფორმის განხორციელებისადმი თქვენს ერთგულებას და თქვენს ქვეყანას ამ გზაზე დარჩენას ვუსურვებ“, - წერს ლიეტუვას პრეზიდენტი. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.