გიტანას ნაუსედა: ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებებს ევროინტეგრაციისკენ

ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებებს ევროინტეგრაციისკენ, - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა, Twitter-ის გვერდზე წერს.

ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებებს ევროინტეგრაციისკენ. ქალბატონო პრეზიდენტო, ვაფასებ საქართველოში ყველა საჭირო დემოკრატიული რეფორმის განხორციელებისადმი თქვენს ერთგულებას და თქვენს ქვეყანას ამ გზაზე დარჩენას ვუსურვებ“, - წერს ლიეტუვას პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით