თეგი: ლუის ინასიო ლულა
ბრაზილიის პრეზიდენტმა პუტინის დაპატიმრების საკითხზე აზრი შეიცვალა
ბრაზილიის პრეზიდენტის, ლუის ინასიო ლულა და სილვას განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაკავების საკითხს სასამართლო გადაწყვეტს. მანამდე აცხადებდა, რომ ვლადიმერ პუტინს ბრაზილიაში არ დააპატიმრებენ, თუ ის მომავალ წელს რიო-დე-ჟანეიროში "დიდი ოცეულის" სამიტს დაესწრებოდა. „არ ვიცი, დააპატიმრებს თუ არა მას სასამართლო, არ ვიცი დააპატიმრებს თუ არა მას ბრაზილიის მართლმსაჯულების სისტემა. ეს სასამართლოს გადასაწყვეტია და არა მთავრობისა თუ პარლამენტის," - აღნიშნა ლუის ინასიო ლულა და სილვამ. ბრაზილიის პრეზიდენტის თქმით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს „საკითხის შესწავლას" აპირებს. შეგახსენებთ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პუტინის დაკავების ორდერი აქვს გაცემული. პუტინი BRICS-ის სამიტზე არ ჩავა იმ ფონზე, რომ ICC სამხრეთ აფრიკისგან მის დაკავებას ელოდა სამხრეთ აფრიკის ლიდერებმა BRICS-ის სამიტზე პუტინის ნაცვლად ლავროვის ჩასვლა მოითხოვეს