ბრაზილიის პრეზიდენტის, ლუის ინასიო ლულა და სილვას განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაკავების საკითხს სასამართლო გადაწყვეტს. მანამდე აცხადებდა, რომ ვლადიმერ პუტინს ბრაზილიაში არ დააპატიმრებენ, თუ ის მომავალ წელს რიო-დე-ჟანეიროში "დიდი ოცეულის" სამიტს დაესწრებოდა.
„არ ვიცი, დააპატიმრებს თუ არა მას სასამართლო, არ ვიცი დააპატიმრებს თუ არა მას ბრაზილიის მართლმსაჯულების სისტემა. ეს სასამართლოს გადასაწყვეტია და არა მთავრობისა თუ პარლამენტის," - აღნიშნა ლუის ინასიო ლულა და სილვამ.
ბრაზილიის პრეზიდენტის თქმით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს „საკითხის შესწავლას" აპირებს.
შეგახსენებთ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პუტინის დაკავების ორდერი აქვს გაცემული.