თეგი: მარიუპოლის მერი

მარიუპოლის საქალაქო საბჭო: მარიუპოლის დრამატული თეატრის დაბომბვის შედეგად 300-მდე ადამიანია დაღუპული

უკრაინის ქალაქ მარიუპოლის დრამატული თეატრის დაბომბვის შედეგად 300-მდე ადამიანია დაღუპული. ამის შესახებ მარიუპოლის საქალაქო საბჭო იუწყება. ნანგრევებში მოყოლილთა ამოსაყვანად სამძებრო-სამაშველო ოპერაცია რამდენიმე დღის განმავლობაში ინტენსიური დაბომბვებისა და საბრძოლო მოქმედებების გამო ვერ ხორციელდებოდა. მარიუპოლის მერის ვადიმ ბოიჩენკოს განცხადებით, ქალაქში ჰუმანიტარული ვითარება სულ უფრო მწვავდება.  ასევე წაიკითხეთ: უკრაინის ომბუდსმენი: უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე 117 ბავშვი დაიღუპა, 155 მეტი კი დაშავდა

მარიუპოლის მერი მოსახლეობას მოუწოდებს, ქალაქში არ დაბრუნდნენ

მარიუპოლის მერი, ვადიმ ბოიჩენკო მოსახლეობას მოუწოდებს, არ დაბრუნდნენ ქალაქში და არ დაიჯერონ ოკუპანტების დაპირებები დანგრეული საცხოვრებლის კომპენსაციის შესახებ. „უნდა გვესმოდეს, რომ დაბრუნებაზე შეზღუდვა არ არის, მაგრამ ისიც უნდა გვესმოდეს, რომ შეგიძლია, შეხვიდე, მაგრამ გამოსვლა ძალიან რთულია, მერე მოგიწევს ამ წამების, ფილტრაციის ცენტრების გავლა, მოწმობების აღება. ყველას, ვინც მარიუპოლში მოხვდება, არ ექნება შესაძლებლობა, დატოვოს მარიუპოლი. ეს გასაგები უნდა იყოს“, - განაცხადა ბოიჩენკომ. უკრაინა: 53 დაჭრილი მებრძოლი მარიუპოლიდან ქალაქ ნოვოაზოვსკში გადაიყვანეს ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.