თეგი: მასობრივი სამარხი
იზიუმში, ხელებშეკრული სამხედროების ცხედრები იპოვეს - უმაღლესი რადას წარმომადგენელი
უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარმა დიმიტრი ლუბინეცმა განაცხადა, რომ იზიუმში, მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივ საფლავებთან ერთად, ხელებშეკრული სამხედროების ცხედრები იპოვეს. გაერო იზიუმში, მასობრივი სამარხის მტკიცებულებების გადასამოწმებლად მისიას აგზავნის ლუბინეცმა იზუმში, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მან თავად ნახა უკრაინელი ჯარისკაცების ოცამდე ცხედარი, რომლებიც ზურგზე მიბმული ხელებით აღმოაჩინეს. ლუბინეცის თქმით, დახვრეტამდე ისინი აწამეს. ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთი ყველგან სიკვდილს ტოვებს და ამისთვის პასუხი უნდა აგოს ლუბინეცის სიტყვების დამადასტურებელი ფოტოები, ვიდეო ან სხვა მტკიცებულებები ჯერ არ არსებობს, მაგრამ მან, შუადღისას ისაუბრა იზიუმში ჩასულ ჟურნალისტთა დიდ ჯგუფთან. მან მედიის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ ყველაფრის გადამოწმებას ისინი თავად შეძლებდნენ. 15 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის სამხედრო ძალებისგან გათავისუფლებულ ქალაქ იზიუმთან, ტყეში 440-მდე მოკლული ადამიანის სამარხია აღმოჩენილი.