თეგი: მეთიუ პერი
CNN: ლოს-ანჯელესის პოლიცია მეთიუ პერის გარდაცვალების ფაქტს იძიებს
ლოს-ანჯელესის პოლიცია სერიალ Friends-ის ვარსკვლავის, მსახიობ მეთიუ პერის გარდაცვალებას იძიებს. CNN სამართალდამცავი ორგანოდან წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ გამოძიებას პოლიციის დეპარტამენტის ძარცვისა და მკვლელობის სამმართველო აწარმოებს. ლოს-ანჯელესის სახანძრო დეპარტამენტის სპიკერმა გამოცემას განუცხადა, რომ 911-ში ზარი 16:07 საათზე შევიდა. მეთიუ პერის გარდაცავალების შესახებ ინფორმაცია Los-Angeles Times-მა გაავრცელა. მსახიობი საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ის უგონო მდგომარეობაში აბაზანაში იპოვეს.