თეგი: მე-9 პაკეტი
ურსულა ფონ დერ ლაიენი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-9 პაკეტი მზადდება
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ფინეთში ვიზიტისას განაცხადა, რომ უკრაინაზე თავდასხმის საპასუხოდ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტს ამზადებს. რას მოიცავს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მერვე პაკეტი მისი თქმით, ევროპა ვერ დაისვენებს, სანამ უკრაინა პუტინს არ დაამარცხებს. „ჩვენ ვმუშაობთ, რათა რუსეთს დავარტყათ იქ, სადაც ყველაზე მეტად სტკივა და მის მიერ ომის წამოების უნარი ბოლომდე ჩავახშოთ. შემიძლია დღეს უკვე დავაანონსო, რომ მთელი სისწრაფით ვმუშაობთ სანქციების მეცხრე პაკეტზე", – ამბობს ევროკომისიის პრეზიდენტი. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი 6 ოქტომბერს დაამტკიცეს.
ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტის დამტკიცება მოითხოვა
ევროკომისიამ უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტი მოამზადა, რომელსაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს დასამტკიცებლად სთავაზობს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა 7 დეკემბერს განაცხადა. პირველ რიგში, ევროკომისიის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მომზადებული სანქციების მე-9 პაკეტი, 200-მდე პირისა და კომპანიის სანქცირებას გულისხმობს. სანქციერებულთა სიაში მოხვდნენ სამხედროები, თავდაცვის ინდუსტრიის წარმომადგენლები, სახელმწიფო სათათბიროსა და ფედერაციის საბჭოს წევრები, მინისტრები, გუბერნატორები და პოლიტიკოსები. ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ სანქციების ქვეშ მოექცნენ პირები, რომლებც პასუხისმგებელნი არიან მიზანმიმართულ დარტყმებზე სამოქალაქო სექტორსა და რუსეთის ფედერაციაში უკრაინელი ბავშვების გაყვანაზე. ასევე, ევროკომისია გამოდის ინიციატივით, რომ სანქციები რუსეთის სამ ბანკს დაუწესდეს, მათ შორის სრულად აიკრძალოს რუსეთის რეგიონების განვითარების ბანკის ტრანზაქციები.