ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ფინეთში ვიზიტისას განაცხადა, რომ უკრაინაზე თავდასხმის საპასუხოდ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტს ამზადებს.
მისი თქმით, ევროპა ვერ დაისვენებს, სანამ უკრაინა პუტინს არ დაამარცხებს.
„ჩვენ ვმუშაობთ, რათა რუსეთს დავარტყათ იქ, სადაც ყველაზე მეტად სტკივა და მის მიერ ომის წამოების უნარი ბოლომდე ჩავახშოთ. შემიძლია დღეს უკვე დავაანონსო, რომ მთელი სისწრაფით ვმუშაობთ სანქციების მეცხრე პაკეტზე", – ამბობს ევროკომისიის პრეზიდენტი.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი 6 ოქტომბერს დაამტკიცეს.