თეგი: მთავრობის საქმიანობა

მოსახლეობის უმეტესობამ არ იცის, ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას - NDI

NDI-ის ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობა პოლიტიკურად გადაუწყვეტელია. მოსახლეობის უმეტესობამ არ იცის, ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას. პარტიების მხარდაჭერის ინდივიდუალური მაჩვენებლები იმდენად დაბალია, რომ არჩევნების შედეგების გამოსაცნობად ვერ გამოდგება. რომელი პარტია დგას თქვენ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, პასუხები ასე განაწილდა: 25% „ქართული ოცნება“ 8% „ნაციონალური მოძრაობა“ სხვა - 13% 54 % არც ერთი, არ ვიცი, ან უარი პასუხზე მთავრობის საქმიანობის შეფასება უცვლელია. NDI-ის კვლევით, მოსახლეობის ნახევარი მის საქმიანობას ცუდად აფასებს. როგორ შეაფასებდით მთავრობის საქმიანობას? პასუხები ასე გადანაწილდა 51% -  ცუდად. 41% - კარგად მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არც მმართველი პარტია და არც არჩეული ოპოზიციური პარტიები მოქმედებენ. ამასთან, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის, კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობის აზრით, ქართულ პოლიტიკაში არსებული პარტიებიდან მათ ინტერესს არცერთი არ გამოხატავს. კითხვაზე, არსებობს თუ არა საქართველოში ერთი პარტია მაინც, რომელიც თქვენს ინტერესს გამოხატავს, რესპონდენტთა 56 %-მა აღნიშნა, რომ „არა“, 39 %-მა თქვა, რომ „კი“, 4 %-ის პასუხია „არ ვიცი“, ხოლო 2 %-მა პასუხზე უარი თქვა. ამავე კვლევით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა უმეტესობა მასში მონაწილეობას მიიღებდა. შეკითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას, პასუხები ასე გადანაწილდა: 66 % - სავარაუდოდ მიიღებდა, 34 % - სავარაუდოდ არ მიიღებდა. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC-საქართველოს მიერ გამოქვეყნებული ანგარიში 14 ივლისიდან - 15 აგვისტომდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,104 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2 პროცენტია.

NDI-ის კვლევა: მთავრობის საქმიანობას კარგად აფასებს გამოკითხულთა 43%

NDI-ის კვლევის მიხედვით, მთავრობის საქმიანობას კარგად აფასებს გამოკითხულთა 43%. კითხვაზე, როგორ შეაფასებდით არსებული მთავრობის საქმიანობას, კვლევის პასუხები შემდეგია: კარგად – 43%; ცუდად – 43%. ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, „ქართულ ოცნებას“ 20% მისცემდა ხმას, „ნაციონალურ მოძრაობას“ - 5% - NDI-ის კვლევა NDI-ის კვლევა: ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს მოქალაქეების ურყევი ნებაა ასევე, NDI-ის კვლევის თანახმად, მთავრობის საქმიანობის მიმართ ყველაზე კრიტიკულად ახალგაზრდა მოქალაქეები და ოპოზიციის მხარდამჭერები არიან განწყობილნი. ასევე, კვლევის მიხედვით, მთავრობის შეფასება გაუარესებულია ახალგაზრდებს შორის და სოფლის ტიპის დასახლებებში. აღნიშნული ანგარიში 17-23 მარტის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით სატელეფონო გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). მარტში ჩატარებული გამოკითხვა 1032 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2 პროცენტია. NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. კვლევა ჩატარებულია CRRC საქართველოს მიერ.