NDI-ის კვლევის მიხედვით, მთავრობის საქმიანობას კარგად აფასებს გამოკითხულთა 43%. კითხვაზე, როგორ შეაფასებდით არსებული მთავრობის საქმიანობას, კვლევის პასუხები შემდეგია: კარგად – 43%; ცუდად – 43%.
- ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, „ქართულ ოცნებას“ 20% მისცემდა ხმას, „ნაციონალურ მოძრაობას“ - 5% - NDI-ის კვლევა
- NDI-ის კვლევა: ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს მოქალაქეების ურყევი ნებაა
ასევე, NDI-ის კვლევის თანახმად, მთავრობის საქმიანობის მიმართ ყველაზე კრიტიკულად ახალგაზრდა მოქალაქეები და ოპოზიციის მხარდამჭერები არიან განწყობილნი. ასევე, კვლევის მიხედვით, მთავრობის შეფასება გაუარესებულია ახალგაზრდებს შორის და სოფლის ტიპის დასახლებებში.
აღნიშნული ანგარიში 17-23 მარტის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით სატელეფონო გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). მარტში ჩატარებული გამოკითხვა 1032 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2 პროცენტია.
NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. კვლევა ჩატარებულია CRRC საქართველოს მიერ.