თეგი: მილიონერები
Bloomberg: ბრიტანელი მილიონერები ქვეყანას ტოვებენ
2022 წელს ბრიტანეთიდან 1 000-ზე მეტი მდიდარი ადამიანი წავიდა, ხოლო 2019 წლიდან ქვეყანა 10 000-ზე მეტმა მილიონერმა დატოვა. „დიდი ბრიტანეთიდან მდიდარი ადამიანების გადინება Brexit-ის შემდეგ არასტაბილური პოლიტიკური და ეკონომიკური გარემოს ფონზე მიმდინარეობს, წერს Bloomberg საკონსულტაციო ფირმა Henley & Partners-ის კვლევაზე დაყრდნობით. მთლიანობაში, 2022 წელს ქვეყანა 1 400-მა ადამიანმა დატოვა, რომელთა ქონებაც 1 მილიონი დოლარია. შედარებისთვის, 2019 წელს დიდი ბრიტანეთი დატოვა 2 200 მილიონერმა, 2018 წელს 2 800-მა, ხოლო 2017 წელს 4 200-მა ადამიანმა. გამოცემის ცნობით, პანდემიის დროს მონაცემები არ გამოქვეყნებულა, რადგან მიგრანტების რაოდენობა მცირე იყო.
მილიონერების ემიგრაციის მხრივ, პირველ ადგილზე ჩინეთია, მეორეზე - რუსეთი
მილიონერების ემიგრაციის მხრივ, პირველ ადგილზე ჩინეთია. გასულ წელს ქვეყანა 10 800-მა ადამიანმა დატოვა. მოსალოდნელია, რომ წელს გადინება 13500 მილიონერი იქნება. ჩინეთისთვის ასეთი გადინება კრიტიკულია, რადგან ჩინეთის ეკონომიკის ზრდა შენელდება. ამის შესახებ საკონსულტაციო კომპანია Henley & Partners-ის წლიური ანგარიშიდან ირკვევა. ჩინეთს მოსდევს რუსეთი. 2022 წელს რუსეთი 8,5 ათასმა მილიონერმა დატოვა. რუსეთში წელს 3000 მილიონერის გადინებაა პროგნოზირებული. მილიონერების ემიგრაციის მხრივ, შემდეგ ადგილზე ინდოეთი. 2022 წელს ქვეყნიდან 7 500 მილიონი ადამიანი დატოვა, წელს გადინება 6 500 ადამიანზეა პროგნოზირებული. თუმცა, ამ ქვეყანაში ახალი მილიონერების რიცხვი უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე მდიდარი ემიგრანტების რაოდენობა. კვლევამ აჩვენა, რომ მილიონერებისთვის ყველაზე მიმზიდველ ადგილად რჩებიან ავსტრალია (+3800 2022 წელს და +5200 2023 წელს), არაბეთის გაერთიანებული საამიროები (+5200 და +4500 შესაბამისად) და სინგაპური (+2900 და +3200). აღსანიშნავია, რომ 2022 წელს კერძო კაპიტალის ყველაზე დიდი შემოდინება დაფიქსირდა არაბთა გაერთიანებულ საემიროებში (5200 მილიონერი). ამ ინდიკატორის უახლოესი კონკურენტი ავსტრალია იყო (3800 მდიდარი პირი). გასულ წელს აშშ-ში 1500 მილიონერი ჩავიდა, გერმანიაში - 200 მდიდარი ადამიანი. ცნობისათვის, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, დასავლეთმა მძიმე სანქციები დაუწესა, მათ შორის კრემლის მოკავშირე ოლიგარქებს.