Bloomberg: ბრიტანელი მილიონერები ქვეყანას ტოვებენ

2022 წელს ბრიტანეთიდან 1 000-ზე მეტი მდიდარი ადამიანი წავიდა, ხოლო 2019 წლიდან ქვეყანა 10 000-ზე მეტმა მილიონერმა დატოვა.

„დიდი ბრიტანეთიდან მდიდარი ადამიანების გადინება Brexit-ის შემდეგ არასტაბილური პოლიტიკური და ეკონომიკური გარემოს ფონზე მიმდინარეობს, წერს Bloomberg საკონსულტაციო ფირმა Henley & Partners-ის კვლევაზე დაყრდნობით.

მთლიანობაში, 2022 წელს ქვეყანა 1 400-მა ადამიანმა დატოვა, რომელთა ქონებაც 1 მილიონი დოლარია.

შედარებისთვის, 2019 წელს დიდი ბრიტანეთი დატოვა 2 200 მილიონერმა, 2018 წელს 2 800-მა, ხოლო 2017 წელს 4 200-მა ადამიანმა.

გამოცემის ცნობით, პანდემიის დროს მონაცემები არ გამოქვეყნებულა, რადგან მიგრანტების რაოდენობა მცირე იყო.