თეგი: მიხეილ სააკაშვლი
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე დასკვნის სასამართლოში წარდგენა არის შანსი, რომ ხელისუფლებამ სწორი ნაბიჯი გადადგას - ედუარდ სააკაშვილი
ედუარდ სააკაშვილი „ნეტგაზეთთან“ინტერვიუში ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, დასკვნის სასამართლოსთვის წარდგენის შემთხვევაში, არის შანსი, რომ ხელისუფლებამ გადადგას სწორი ნაბიჯი და ექსპრეზიდენტის უცხოეთში მკურნალობაზე, შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს. თეა წულუკიანი: იმედია, სალომე ზურაბიშვილის უარყოფითი პოზიცია მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით არ შეცვლილა „მათ იციან რეალობა და მგონი, ეს [ემპათიის] დასკვნა და შემდეგ მისი სასამართლოში წარდგენა არის შანსი, ხელისუფლებამ გადადგას სწორი ნაბიჯი. მე ოპტიმისტურად ვუყურებ, იმიტომ რომ მათ იციან, ასე ვერ გაგრძელდება და მე იმედი მაქვს, ამ შანსს გამოიყენებენ. მათ ადგილას მე გამოვიყენებდი. რაღაც მომენტში ისინი ამას გააკეთებენ, მაგრამ უკეთესი იქნება ეს მოხდეს უფრო ადრე, რათა მამაჩემის ჯანმრთელობა ისე შეუქცევად არ დაზიანდეს. შეიძლება რაღაცები უკვე შეუქცევადია. ეს არის უკვე რისკთან თამაში, რომელიც რაც დიდხანს გაგრძელდება, იზრდება შანსები, რომ რაღაც ძალიან ცუდი მოხდეს“, - აცხადებს ედუარდ სააკაშვილი. მისივე თქმით, გასაგებია, რომ „ქართული ოცნებისთვის“ პოლიტიკურად მნიშვნელოვანი იყო და მიხეილ სააკაშვილი ეგრევე არ გაუშვეს. „ადამიანურად არ ვეთანხმები, მაგრამ მესმის. მათ ეს სჭირდებოდათ საკუთარ ამომრჩეველთან ლეგიტიმაციისთვის, მაგრამ რაღაც მომენტში, მისი იქ დატოვების მორალური და პოლიტიკური ზიანი გადაწონის მისი იქ დატოვების სარგებელს. ეს როდის მოხდება და გვიანი იქნება თუ არა, უკვე სხვა საკითხია. მე უკვე მაშინებს, ხვალ რომ გამოვიდეს, გადაიყვანონ სადმე და იმკურნალოს, არ ვიცი, რამდენად შეიძლება დაუბრუნდეს ჯანმრთელობის ნორმალურ მდგომარეობას. აქამდეც არ უნდა მისულიყო საქმე. ხელისუფლებას შეეძლო, რაღაცები თავიდან სხვანაირად გაეკეთებინა და ეს სიმძაფრე არ დამდგარიყო. სააკაშვილის ჯანმრთელობის გართულებაზე დასკვნა თუ დაიდება, ის სასამართლოს უნდა წარედგნოს - ზურაბიშვილი ეს არის უპასუხისმგებლობის ან შეცდომის შედეგი, მაგრამ შეცდომის გამოსწორება ყოველთვის შესაძლებელია. თუ შევხედავთ, რა შედეგი მოჰყვება — მიხეილ სააკაშვილი ციხეში ნამყოფი, გაუბედურებული, ქვეყნიდან გაყვანილი, იქ მკურნალობენ… ოპოზიცია მგონი ამ ყველაფრის გამო შეიძლება დასუსტდა კიდეც, იმიტომ რომ გამოჩნდა, რომ მისი ჩამოსვლა არ იყოს საკმარისი არაფრისთვის. ხოლო „ქართული ოცნება“ გამოჩნდება როგორც ძლიერი ძალა, რომელმაც გადადგა სწორი, სახელმწიფოებრივი, პასუხისმგებლობიანი ნაბიჯი. მგონი, საკმაოდ კარგი სცენარი გამოდის მათთვის, მაგრამ მე არ ვიცი, შეიძლება მათი მრჩევლები სხვა რამეს ეუბნებიან, მაგრამ მე ამას ვურჩევდი. ოპტიმიზმი საჭიროა, იმიტომ რომ იმდენად მძიმე სიტუაცია, ერთი წელია სულ ცუდი ამბები გვესმის ამ საკითხზე, ოპტიმიზმის გარეშე დიდი ხნის წინ ფარ-ხმალს დავყრიდით. მე მაქვს იმედი, რომ პოლიტიკურად არა, მაგრამ ჰუმანიტარული თვალსაზრისით პრობლემა მოგვარდება, რადგან მართლა არ მგონია, რომ მათ გულის სიღრმეში უნდოდეთ, რომ მიშა სააკაშვილი მოკვდეს ან სამუდამოდ დაინვალიდდეს. არც პოლიტიკურად უნდა უნდოდეთ წესით ეს, მაგრამ მე პოლიტიკოსი არ ვარ და შეიძლება, რაღაცას ბოლომდე ვერ ვხდები“, - აცხადებს ედუარდ სააკაშვილი. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
რატი ბრეგაძე: სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, სააკაშვილთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიას“ დიაგნოზები სანდო და უტყუარი არ არის
ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, სააკაშვილთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიას“ დასკვნა არ არის სანდო და უტყუარი, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, უწყებამ სამხარაულის ბიუროდან დასკვნა 2023 წლის 26 იანვარს მიიღო. „მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული სიტუაცია ყოველთვის არის გარკვეული სპეკულაციის საგანი. ჩვენ, როგორც თავიდან განვაცხადეთ, ვაგრძელებთ იმ მიმართულებას, რომ საზოგადოება ყოველთვის იყოს სათანადოდ ინფორმირებული. კერძოდ, მოგეხსენებათ, ეს საკითხი ყოველთვის იწვევს ძალიან დიდ ინტერესს საზოგადოებაში. განსაკუთრებით მინდა, ვისაუბრო ცენტრ „ემპათიას“ დასკვნაზე. კერძოდ, მსჯავრდებულის ადვოკატებმა მიმართეს სასამართლოს და მოითხოვეს მისი სასჯელის მოხდისგან გათავისუფლება ან გადავადება, რასთან დაკავშირებითაც სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქმეზე სრულყოფილი ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, 2022 წლის 8 დეკემბერს ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიმართა. ამ შემთხვევაში სამსახურის ინტერესს წარმოადგენდა, რამდენად მეცნიერულად სარწმუნო და უტყუარი იყო ცენტრ „ემპათიას“ დასკვნა და გამოტანილი დიაგნოზები რამდენად შესაბამისობაში იყო საქართველოს კანონმდებლობასთან. ჩვენ 2023 წლის 26 იანვარს ლევან სამხარაულის ეროვნული ბიუროსგან მივიღეთ დასკვნა, რაც მოიცავს სამ ძირითად მიმართულებას. ეს არის ფსიქიატრიული, გასტროენტეროლოგიური და ნევროლოგიური დოაგნოზები. თამამად უნდა ითქვას, რომ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის შესაბამისად, ცენტრ „ემპათიას“ მიერ გამოტანილი დიაგნოზები, როგორიც არის ფსიქიატრიული, გასტროენტეროლოგიური და ნევროლოგიური დიაგნოზები, არ არის სარწმუნო და უტყუარი. ეს დასკვნა წარედგინება სასამართლოს შესაბამისი წესით და ბუნებრივია, სასამართლოში გაგრძელდება შემდგომი მსჯელობა სასჯელის გადავადებასა და მისი შემდგომი მოხდისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე: მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა ამერიკელი ტოქსიკოლოგის თქმით, სააკაშვილი მარტში ციხეში მოიწამლა 8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა „მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.