თეგი: მიხეილ ყაფლანიშვილი

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, მიხეილ ყაფლანიშვილი საქართველოში ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, მიხეილ ყაფლანიშვილი საქართველოში ჩამოასვენეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ქართველი მებრძოლის ცხედარს მისი ოჯახის წევრები, მეგობრები, პოლიტიკოსები და თანამებრძოლები დახვდნენ. უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის პანაშვიდი ქაშვეთის ეკლესიაში გაიმართება. შაბათს კი მას დამპალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ. შეგახსნებთ, რომ მიხეილ ყაფლანიშვილი ლუგანსკში, სადაზვერვო ოპერაციის დროს ოკუპანტების სარაკეტო იერიშმა იმსხვერპლა. მას ჭურვის ნამსხვრევები მოხვდა და ადგილზე დაიღუპა.  

ზელენსკიმ ქართველი მებრძოლი, მიხეილ ყაფლანიშვილი სიკვდილის შემდგომ, მესამე ხარისხის „მამაცობის ორდენით“ დააჯილდოვა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ბრძოლაში გამოჩენილი თავდადებისთვის, სიკვდილის შემდგომ მესამე ხარისხის „მამაცობის ორდენით“ დააჯილდოვა უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი - მიხეილ ყაფლანიშვილი (კაპლანი). ჯილდოსა და უკრაინის პრეზიდენტის ხელმოწერილი სიგელის ამსახველ ფოტოებს Facebook გვერდებზე უკრაინაში მებრძოლი ქართველი მოხალისეები აქვეყნებენ. წერენ, რომ ორდენს კაპლანის დედას საქართველოში უკრაინის დიპლომატიური წარმომადგენლობა გადასცემს. მიხეილ ყაფლანიშვილის (კაპლანი) დაღუპვის ამბავი, 21 ოქტომბერს, მისმა მეგობრებმა სოციალური ქსელების საშუალებით გაავრცელეს. რუსეთის არმიასთან ბრძოლას ყაფლანიშვილი ლუგანსკის ოლქში შეეწირა. უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი 29 ოქტომბერს, თბილისში, ვარკეთილის სასაფლაოზე, სამხედრო პატივით დაკრძალეს.