თეგი: მუსტაფა თურქერ არი
თურქეთს საქართველოში ახალი ელჩი ჰყავს
თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ალი ქაან ორბაიმ, დიპლომატიური მისია დაასრულა. საქართველოში ახალ ელჩად მუსტაფა თურქერ არი დაინიშნა. 2019–2022 წლებში ნიგერიში თურქეთის დიპლომატიურ მისიას ხელმძღვანელობდა. ასევე იყო გენერალური კონსული შტუტგარტში. მუსტაფა თურქერ არი კარიერული დიპლომატია, რომელსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვს საერთაშორისო უსაფრთხოების, NATO-სთან თანამშრომლობისა და სხვადასხვა რეგიონში პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების მიმართულებით. დიპლომატიურ სამსახურში მუშაობის განმავლობაში სხვადასხვა დროს საქმიანობდა ნიდერლანდებში, ბულგარეთში, მაროკოში, იტალიასა და ავღანეთში, სადაც მისი საქმიანობა ძირითადად დაკავშირებული იყო ორმხრივი პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებასთან, ასევე, უსაფრთხოების საკითხებთან. ავღანეთში, NATO-ს მისიის ფარგლებში, ჩართული იყო ინფრასტრუქტურის, განათლებისა და ადგილობრივი მმართველობის პროექტის მხარდაჭერაში. სხვადასხვა დროს მუშაობდა ნიდერლანდებში, ბულგარეთში, მაროკოში, იტალიაში, ავღანეთსა და NATO-სთან დაკავშირებულ სტრუქტურებში. ელჩის მისიის დასრულების შემდეგ, ნიგერის სახელმწიფომ მუსტაფა თურქერ არი ორდენით დააჯილდოვა დიპლომატიურ საქმიანობასა და ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. მუსტაფა თურქერ არი დიპლომატიურ სამსახურში 1994 წლიდან მუშაობს. თურქეთის ელჩის თანამდებობაზე ფატმა ჯერენ იაზგანს ალი კაან ორბაი შეცვლის