თეგი: ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა
ციმბირში, ანგარსკში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარია
ციმბირში, ანგარსკში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარია. ამის შესახებ რუსული მედია წერს. „27 ნოემბერს დილით, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში სითბოს გადამცვლელის პროცესორის განყოფილებას ცეცხლი გაუჩნდა“, - იტყობინება რუსეთის ფედერაციის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მთავარი დირექტორატი. მეხანძრე-მაშველების მისვლამდე ხანძრის ფართობი 200 კვ.მ იყო. 09:12 საათზე ცეცხლი 250 კვადრატულ ფართობზე გავრცელდა. ხანძრის ჩაქრობაში 104 ადამიანი და 25 ტექნიკა მონაწილეობდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. „მიმდინარეობს ტექნიკის და მონტაჟის გაგრილება, ჩაქრობა გრძელდება სპეციალური საშუალებებით. ინსტალაციაში მასალების მიწოდება დაბლოკილია“, - აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების სამინისტროს განცხადებაში. ანგარსკის პეტროქიმიური კომპანია, აღმოსავლეთ ციმბირში ნავთობპროდუქტების გადამუშავებისა და წარმოებისთვის უდიდესი ქარხანაა. ეს საწარმო „როსნეფტის“ ნაწილია. ANHK-ი რუსეთის ფედერაციის 10 უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანას შორისაა. საწარმოში ყოველწლიურად 9 მილიონ ტონამდე ნავთობის გადამუშავება ხდება.
რუსეთში, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე მომხდარი აფეთქების დეტალები ვრცელდება
რუსეთის ქალაქ სამარაში, კუიბიშევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა. ინფორმაცია რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატის, ალექსანდრე ხინშტეინის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს. წინასწარი ცნობებით, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული. Telegram არხი Baza წყაროების დასახელების გარეშე იუწყება, რომ სამარის ოლქის ქარხანაში აფეთქება დაწესებულების თანამშრომელმა მოაწყო. მან ერთ-ერთი სახელოსნოს მიტოვებულ შენობაში თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა მოათავსა. კაცი, რომელიც ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ელექტრიკოსად მუშაობდა, ქარხანაში პაკეტით შევიდა და მის გარეშე გამოვიდა. წინასწარი ინფორმაციით, მან ერთ-ერთ შენობაში თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა მოათავსა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების შემდეგ, კაცი ყაზახეთში გამგზავრებას ცდილობდა, თუმცა ის საზღვარზე დააკავეს.