თეგი: ნარკოვაჭრობა
აშშ-ის საელჩო: ინტერნეტით ნარკოტიკების ვაჭრობის აღსაკვეთად აუცილებელია ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა
ინტერნეტით ნარკოტიკების ვაჭრობის აღსაკვეთად აუცილებელია ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობ, მიიჩნევს ამერიკის საელჩო და ამ კონტექსტში ხაზს უსვამს სომხეთში ახლად შექმნილი დარკნეტის ქვედანაყოფის ქართველ კოლეგებთან კავშირის დამყარებას. „დარკნეტს - ფარულ ინტერნეტ ქსელს, დამნაშავეები აქტიურად იყენებენ ნარკოტიკების გასაღებისთვის. აშშ-ის ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაცია - DEA მრავალი წელია, პარტნიორი ქვეყნების სამართალდამცავ სტრუქტურებს ამ მიმართულებით დანაშაულის აღსაკვეთად აძლიერებს. ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი, რომელთანაც მჭიდრო თანამშრომლობა და არაერთი წარმატებული საქმე გვაკავშირებს. ამ კვირაში სომხეთში ახლად შექმნილი დარკნეტის ქვედანაყოფი ქართველ კოლეგებს დავაკავშირეთ. ინტერნეტით ნარკოტიკების ვაჭრობის აღსაკვეთად აუცილებელია ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა და მოხარული ვართ ეს კავშირები უზრუნველვყოთ“, - აცხადებს ამერიკის საელჩო.