ინტერნეტით ნარკოტიკების ვაჭრობის აღსაკვეთად აუცილებელია ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობ, მიიჩნევს ამერიკის საელჩო და ამ კონტექსტში ხაზს უსვამს სომხეთში ახლად შექმნილი დარკნეტის ქვედანაყოფის ქართველ კოლეგებთან კავშირის დამყარებას.
„დარკნეტს - ფარულ ინტერნეტ ქსელს, დამნაშავეები აქტიურად იყენებენ ნარკოტიკების გასაღებისთვის. აშშ-ის ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაცია - DEA მრავალი წელია, პარტნიორი ქვეყნების სამართალდამცავ სტრუქტურებს ამ მიმართულებით დანაშაულის აღსაკვეთად აძლიერებს.
ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი, რომელთანაც მჭიდრო თანამშრომლობა და არაერთი წარმატებული საქმე გვაკავშირებს.
- ამ კვირაში სომხეთში ახლად შექმნილი დარკნეტის ქვედანაყოფი ქართველ კოლეგებს დავაკავშირეთ.
ინტერნეტით ნარკოტიკების ვაჭრობის აღსაკვეთად აუცილებელია ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა და მოხარული ვართ ეს კავშირები უზრუნველვყოთ“, - აცხადებს ამერიკის საელჩო.