თეგი: ნახშრი
Bloomberg: სექტემბერში ჩინეთმა რუსეთისგან, რეკორდული მოცულობის თხევადი გაზი და ნახშირი იყიდა
სექტემბერში, ჩინეთმა რუსეთიდან, რეკორდული მოცულობის თხევადი გაზი და ნახშირი იყიდა. ამის შესახებ Bloomberg ჩინეთის საბაჟო მონაცემებზე დაყრდნობით წერს. ამრიგად, სექტემბერში რუსეთის ფედერაციიდან კოქსინგის ნახშირის იმპორტი 2,5 მლნ ტონამდე გაიზარდა. რუსული LNG-ის შესყიდვები გასულ წელთან შედარებით მესამედით გაიზარდა და 819 000 ტონამდე შეადგინა. ამავდროულად, რუსეთიდან ნედლი ნავთობის იმპორტმა გასულ თვეში 7,5 მილიონი ტონა შეადგინა, აგვისტოში - 8,3 მილიონი ტონა და ერთი წლის წინ - 6,1 მილიონი ტონა. „რუსული ენერგორესურსების, მათ შორის ნავთობპროდუქტების მთლიანი შესყიდვები, გასულ თვეში $7,5 მილიარდამდე შემცირდა აგვისტოს რეკორდული - $8,4 მილიარდი დოლარიდან, თუმცა ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება გასული წლის მაჩვენებელს - $4,7 მილიარდს. ამრიგად, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან შვიდ თვეში ჩინეთმა რუსეთიდან იმპორტირებულ ენერგორესურსებში $51 მილიარდ დოლარზე მეტი გადაიხადა. 2021 წლის იმავე პერიოდში, ჩინეთმა რუსეთიდან $30 მილიარდის ენერგომატარებლები შეისყიდა“, - წერს Bloomberg.