სექტემბერში, ჩინეთმა რუსეთიდან, რეკორდული მოცულობის თხევადი გაზი და ნახშირი იყიდა. ამის შესახებ Bloomberg ჩინეთის საბაჟო მონაცემებზე დაყრდნობით წერს.
ამრიგად, სექტემბერში რუსეთის ფედერაციიდან კოქსინგის ნახშირის იმპორტი 2,5 მლნ ტონამდე გაიზარდა. რუსული LNG-ის შესყიდვები გასულ წელთან შედარებით მესამედით გაიზარდა და 819 000 ტონამდე შეადგინა.
ამავდროულად, რუსეთიდან ნედლი ნავთობის იმპორტმა გასულ თვეში 7,5 მილიონი ტონა შეადგინა, აგვისტოში - 8,3 მილიონი ტონა და ერთი წლის წინ - 6,1 მილიონი ტონა.
„რუსული ენერგორესურსების, მათ შორის ნავთობპროდუქტების მთლიანი შესყიდვები, გასულ თვეში $7,5 მილიარდამდე შემცირდა აგვისტოს რეკორდული - $8,4 მილიარდი დოლარიდან, თუმცა ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება გასული წლის მაჩვენებელს - $4,7 მილიარდს.
ამრიგად, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან შვიდ თვეში ჩინეთმა რუსეთიდან იმპორტირებულ ენერგორესურსებში $51 მილიარდ დოლარზე მეტი გადაიხადა. 2021 წლის იმავე პერიოდში, ჩინეთმა რუსეთიდან $30 მილიარდის ენერგომატარებლები შეისყიდა“, - წერს Bloomberg.