თეგი: ნიდერლანდების ელჩი
საქართველოში ნიდერლანდების ელჩი: საქართველომ უნდა გააძლიეროს ძალისხმევა, რათა პლურალისტული, დამოუკიდებელი მედიაგარემო უზრუნველყოს
"საქართველომ უნდა გააძლიეროს ძალისხმევა, რათა უზრუნველყოს თავისუფალი, პლურალისტული და დამოუკიდებელი მედიაგარემო", - ამის შესახებ საქართველოში ნიდერლანდების ელჩმა მარია ქრისტინა ვან კოლდამ განაცხადა. „ვურჩევ, საქართველოს, გააძლიეროს ძალისხმევა, რათა უზრუნველყოს, რომ მედიაგარემო იყოს თავისუფალი, პლურალისტული და დამოუკიდებელი. ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რეკომენდაცია და ამასთან დაკავშირებულია კიდევ ერთი რეკომენდაცია, რომელიც სასამართლო რეფორმას და დამოუკიდებელ სასამართლოს ეხება. რა თქმა უნდა, ჩვენ 12-ვე რეკომენდაციას ვუჭერთ მხარს, თუმცა ეს ორი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენი საელჩო მზად არის, იმუშაოს ყველასთან საქართველოში ამის განსახილველად“, – აღნიშნა მარია ქრისტინა ვან კოლდამმა.
ნიდერლანდების ელჩი: ცოტათი შეშფოთებული ვარ იმ ენით, რომელიც ჯერ კიდევ გამოიყენება
შეშფოთებული ვარ იმ ენით, რომელიც ჯერ კიდევ გამოიყენება, მონიტორინგს ვაგრძელებთ, - ამის შესახებ საქართველოში ნიდერლანდების ელჩმა, მააიკე ვან კოლდამმა ოპოზიციონერ დეპუტატებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. „ძალიან შეწუხებულები ვიყავით ამ კანონპროექტით, ჩვენმა საგარეო საქმეთა მინისტრებმა ამაზე ისაუბრეს. ვფიქრობთ, რომ ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი მედია კრიტიკულად მნიშვნელოვანია ნებისმიერ დემოკრატიაში. როგორც ნიდერლანდები, ჩვენ მხარს ვუჭერთ სამოქალაქო საზოგადოებას, ძალიან ბევრი პროექტი გვაქვს. ასე რომ, კანონპროექტი გაწვეულ იქნა და მუშაობას ვაგრძელებთ - ვაგრძელებთ სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას, მათ შორის LBTQI არასამთავრობო ორგანიზაციების, ვინაიდან ეს კიდევ ერთი მაღალი პრიორიტეტია ჩვენი ქვეყნისთვის, ყველა უნდა იყოს დაცული. ცოტათი შეშფოთებული ვარ იმ ენით, რომელიც ჯერ კიდევ გამოიყენება, მის განვითარებას ვაკვირდებით, მონიტორინგს ვაგრძელებთ და ვაგრძელებთ სამოქალაქო საზოგადოებისთვის და დამოუკიდებელი მედიისთვის ჩვენი ძალიან ძლიერი მხარდაჭერის გამოხატვას”, - განაცხადა ვან კოლდამმა, რომლის კომენტარს "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.