თეგი: ოპოზიციის ლიდერი
პატიმრობაში მყოფი ბელორუსის ოპოზიციის ლიდერი მარია კოლესნიკოვა, ჰოსპიტალიზებულია
პატიმრობაში მყოფი ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი მარია კოლესნიკოვა ჰოსპიტალიზებულია. Reuters-ის ცნობით, კოლესნიკოვას დისა და ოპოზიციის ცნობით, გომელის საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდა და რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. „ამ შემთხვევამდე ორი კვირის განმავლობაში, კოლესნიკოვასთან ადვოკატი არ შეუშვეს“, - აცხადებენ ოპოზიციონერ ვიქტორ ბაბარიკოს გუნდში. მარია კოლესნიკოვა 2020 წელს ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო გამოსვლების ერთ-ერთი ლიდერი იყო. მას ბრალად ედება ექსტრემისტული დაჯგუფების შექმნა და ხელისუფლების ხელში ჩაგდების მიზნით შეთქმულებაში მონაწილეობა. სასამართლომ ბელორუსის ოპოზიციის ლიდერს 11 წლით პატიმრობა მიუსაჯა.