პატიმრობაში მყოფი ბელორუსის ოპოზიციის ლიდერი მარია კოლესნიკოვა, ჰოსპიტალიზებულია​

პატიმრობაში მყოფი ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი მარია კოლესნიკოვა ჰოსპიტალიზებულია​.

Reuters-ის ცნობით, კოლესნიკოვას დისა და ოპოზიციის ცნობით, გომელის საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდა და რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

„ამ შემთხვევამდე ორი კვირის განმავლობაში, კოლესნიკოვასთან ადვოკატი არ შეუშვეს“, - აცხადებენ ოპოზიციონერ ვიქტორ ბაბარიკოს გუნდში. 

მარია კოლესნიკოვა 2020 წელს ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო გამოსვლების ერთ-ერთი ლიდერი იყო. მას ბრალად ედება ექსტრემისტული დაჯგუფების შექმნა და ხელისუფლების ხელში ჩაგდების მიზნით შეთქმულებაში მონაწილეობა.

სასამართლომ ბელორუსის ოპოზიციის ლიდერს 11 წლით პატიმრობა მიუსაჯა.