თეგი: ორფელოს პოლიგონი
ორფოლოს პოლიგონზე საარტილერიო სწავლება გაიმართა
საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის 34-ე საარტილერიო ბატალიონის 120მმ ნაღმმტყორცნელთა ბატარეამ ორფოლოს საწვრთნელ პოლიგონზე ამოცანაზე ორიენტირებული სწავლება ჩაატარა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „სამხედრო წვრთნები დღისა და ღამის პირობებში ჩატარდა და მოიცავდა ისეთ ამოცანებს, როგორიცაა თავმოყრის რაიონის დაკავება, ტაქტიკური გადაადგილება და საცეცხლე მხარდაჭერა. სწავლების მიზანს საცეცხლე მხარდაჭერის ელემენტების შერწყმა და კოორდინირებული მოქმედებების დახვეწა წარმოადგენდა. დასკვნით ეტაპზე ბატარეამ წარმატებით განახორციელა პირობითი მოწინააღმდეგის განადგურება ზუსტი, დროული და მაღალი ეფექტურობის საარტილერიო საცეცხლე თავდასხმით. დასავლეთ სარდლობის დამკვირვებელთა ჯგუფის მიერ სწავლება დადებითად შეფასდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ორფოლოს პოლიგონზე მეხის დაცემისას დაშავებული ვიცე-პოლკოვნიკი, კლინიკაში გარდაიცვალა
ორფოლოს პოლიგონზე მეხის დაცემისას დაშავებული ვიცე-პოლკოვნიკი, გოდერძი აფრასიძე კლინიკაში გარდაიცვალა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. გოდერძი აფრასიძე კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში რამდენიმე დღის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო. „საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ვიცე-პოლკოვნიკ გოდერძი აფრასიძის გარდაცვალების გამო. თავდაცვის სამინისტრო უსამძიმრებს გოდერძი აფრასიძის ოჯახს და ახლობლებს. 13 ივნისს, ორფოლოს პოლიგონზე მიმდინარე გეგმიური საველე სწავლების დროს საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის 24-ე საარტილერიო ბატალიონის მეთაურს, ვიცე-პოლკოვნიკ გოდერძი აფრასიძეს მეხი დაეცა. დაშავებულ ოფიცერს პირველადი სამედიცინო დახმარება ქვედანაყოფის სამხედრო ექიმებმა ადგილზე აღმოუჩინეს და ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში მოათავსეს, რის შემდეგაც ის თბილისში სიმონ ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
ორფოლოს პოლიგონზე საველე სწავლება საბრძოლო სროლებით ჩატარდა
საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის 103-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონის პირველი ასეულის რეზერვისტთა პირადმა შემადგენლობამ 8-დღიანი საველე სწავლება საბრძოლო სროლებით ორფოლოს პოლიგონზე გაიარა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რეზერვისტების წვრთნები დასავლეთ სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის „ალფა“ ასეულის ტაქტიკური ჯგუფის შემადგენლობაში განხორციელდა. რეზერვისტებმა ბრძოლაში ჩართვის, საბრძოლო რაიონების მხარდაჭერის, ოპერაციის რაიონის მეთვალყურეობისა და სხვა ამოცანები შეასრულეს. სწავლებაში ჩართული იყო ჯავშანტექნიკა და ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღება. „სიმულაციური სცენარით გათვალისწინებულ მხარდამჭერ და უსაფრთხოების ოპერაციებში რეზერვისტებისა და სამხედრო მოსამსახურეების კოორდინირებული მოქმედებები სწავლების ხელმძღვანელობის მხრიდან დადებითად შეფასდა,“ აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.