თეგი: პარაპლანის ინსტრუქტორი

ლევან რატიანი: გუდაურში დაშავებული ინსტრუქტორის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, გუშინ, 29 ივლისს გუდაურში პარაპლანით ჩამოვარდნისას დაშავებულ ინსტრუქტორს ოპერაცია ჩაუტარდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.   გუდაურში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩამოვარდა გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა "პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. გუშინ ჩაუტარდა გადაუდებლად ოპერაცია. ამ ეტაპზე ქირურგიულ დეპარტამენტში დაკვირვების ქვეშ იმყოფება და დამატებით ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს", - განაცხადა რატიანმა. ცნობისთვის, 29 ივლისს, გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენისას, 2 პირი კლდეს დაეჯახა. ტურისტი დაიღუპა, პარაპლანის ინსტრუქტორი დაშავდა და კლინიკაში გადაიყვანეს. სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. ვერტმფრენის ბორტზე მყოფი 8-ვე ადამიანი დაიღუპა.  გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.