პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, გუშინ, 29 ივლისს გუდაურში პარაპლანით ჩამოვარდნისას დაშავებულ ინსტრუქტორს ოპერაცია ჩაუტარდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
- გუდაურში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩამოვარდა
- გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა
"პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. გუშინ ჩაუტარდა გადაუდებლად ოპერაცია. ამ ეტაპზე ქირურგიულ დეპარტამენტში დაკვირვების ქვეშ იმყოფება და დამატებით ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს", - განაცხადა რატიანმა.
ცნობისთვის, 29 ივლისს, გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენისას, 2 პირი კლდეს დაეჯახა. ტურისტი დაიღუპა, პარაპლანის ინსტრუქტორი დაშავდა და კლინიკაში გადაიყვანეს. სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. ვერტმფრენის ბორტზე მყოფი 8-ვე ადამიანი დაიღუპა. გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.