თეგი: პერმი
რუსეთში, პერმის უმსხვილეს თბოელექტროსადგურში ხანძარია
რუსეთის ფედერაციაში, პერმში, 30 ნოემბერს, შუადღისას აეროპორტის მახლობლად მდებარე თბოელექტროსადგურში ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ რუსული მედია საგანგებო სიტუაციების სამინისტროს რეგიონალურ დეპარტამენტზე მითითებით იუწყება. პრომიშლენნაიას ქუჩაზე 103-ში მდებარე თბოელექტროსადგურზე ხანძარი ადგილობრივი დროით 13:00 საათამდე (მოსკოვის დროით 11:00 საათამდე) გაჩნდა, ტელეგრამის 112 არხის ცნობით, ხანძარი შედუღების სამუშაოების დროსგაჩნდა. ობიექტიდან 500-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. MASH-ის ინფორმაციით, დაშავებულია სამი ადამიანი. ორი მათგანი დამწვრობის განყოფილებაშია მოთავსებული, მესამე დაშავებულს კი რეანიმაცია უტარდება. ობიექტი ენერგოკომპანია T Plus-ს ეკუთვნის, რომელიც პერმის ტერიტორიაზე უდიდესი თბოელექტროსადგურია.