რუსეთში, პერმის უმსხვილეს თბოელექტროსადგურში ხანძარია

რუსეთის ფედერაციაში, პერმში, 30 ნოემბერს, შუადღისას აეროპორტის მახლობლად მდებარე თბოელექტროსადგურში ხანძარი გაჩნდა. 

ამის შესახებ რუსული მედია საგანგებო სიტუაციების სამინისტროს რეგიონალურ დეპარტამენტზე მითითებით იუწყება. 

პრომიშლენნაიას ქუჩაზე 103-ში მდებარე თბოელექტროსადგურზე ხანძარი ადგილობრივი დროით 13:00 საათამდე (მოსკოვის დროით 11:00 საათამდე) გაჩნდა, ტელეგრამის 112 არხის ცნობით, ხანძარი შედუღების სამუშაოების დროსგაჩნდა.

ობიექტიდან 500-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

MASH-ის ინფორმაციით, დაშავებულია სამი ადამიანი. ორი მათგანი დამწვრობის განყოფილებაშია მოთავსებული, მესამე დაშავებულს კი რეანიმაცია უტარდება.

ობიექტი ენერგოკომპანია T Plus-ს ეკუთვნის, რომელიც პერმის ტერიტორიაზე უდიდესი თბოელექტროსადგურია.