თეგი: პოლიტპატიმრები
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მსოფლიოს 13 ქვეყანას პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მსოფლიოს ქვეყნების მთავრობებს პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. „ვეყრდნობით რა ჩვენს ვალდებულებებს, პირველ #SummitForDemocracy-ზე, დღეს ჩვენ დავუშვით ინიციატივა #WithoutJustCause, რომელიც მიმართულია პოლიტპატიმრების გათავისუფლებზე. ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებებს, გაათავისუფლონ ისინი, ვინც თავისი უფლებების მშვიდობიანი გამოყენების გამო დააპატიმრეს“, - წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი Twitter-ზე. სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე მითითებულ „პოლიტპატიმრების“ ჩამონათვალში მოხვდნენ: რანია ალ-აბასი (სირია), ეკპარ ასათი (ჩინეთი), ემირლენდრის ბენიტესი (ვენესუელა), მაიკელ „ოსორბო“ კასტილიო (კუბა), მოჰამედ ელ-ბაქერი (ეგვიპტე), ხოსე დანიელ ფერერი (კუბა), გო შერაბ გიატსო (ჩინეთი), მარია კალესნიკავა (ბელარუსი), ვლადიმირ კარა-მურზა (რუსეთი), კიმ კუკ-გი (ჩრდილოეთ კორეა), იჰარ ლოსიკი (ბელორუსი), ელჩინ მამადი (აზერბაიჯანი), მანსურ მინგელოვი (თურქმენეთი), ნარგეს მოჰამადი (ირანი), ფამ დოან ტრანგი (ვიეტნამი), ბუზურგმეჰრ იოროვი (ტაჯიკეთი).