აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მსოფლიოს ქვეყნების მთავრობებს პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.
„ვეყრდნობით რა ჩვენს ვალდებულებებს, პირველ #SummitForDemocracy-ზე, დღეს ჩვენ დავუშვით ინიციატივა #WithoutJustCause, რომელიც მიმართულია პოლიტპატიმრების გათავისუფლებზე. ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებებს, გაათავისუფლონ ისინი, ვინც თავისი უფლებების მშვიდობიანი გამოყენების გამო დააპატიმრეს“, - წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი Twitter-ზე.
სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე მითითებულ „პოლიტპატიმრების“ ჩამონათვალში მოხვდნენ:
- რანია ალ-აბასი (სირია),
- ეკპარ ასათი (ჩინეთი),
- ემირლენდრის ბენიტესი (ვენესუელა),
- მაიკელ „ოსორბო“ კასტილიო (კუბა),
- მოჰამედ ელ-ბაქერი (ეგვიპტე),
- ხოსე დანიელ ფერერი (კუბა),
- გო შერაბ გიატსო (ჩინეთი),
- მარია კალესნიკავა (ბელარუსი),
- ვლადიმირ კარა-მურზა (რუსეთი),
- კიმ კუკ-გი (ჩრდილოეთ კორეა),
- იჰარ ლოსიკი (ბელორუსი),
- ელჩინ მამადი (აზერბაიჯანი),
- მანსურ მინგელოვი (თურქმენეთი),
- ნარგეს მოჰამადი (ირანი),
- ფამ დოან ტრანგი (ვიეტნამი),
- ბუზურგმეჰრ იოროვი (ტაჯიკეთი).