თეგი: პრესის თავისუფლების დღე
ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს ქართული მედიასივრცე პლურალისტური და თავისუფალია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტებს პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს ულოცავს. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ დღეს ქართული მედიასივრცე პლურალისტური და თავისუფალია, ყველა პირობაა შექმნილი ჟურნალისტიკის გაძლიერებისა და შემდგომი განვითარებისთვის. „ყველა მედიასაშუალებას და თითოეულ ჟურნალისტს გულითადად გილოცავთ პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს. ფასეულობებსა და პროფესიონალიზმზე დაფუძნებული, თავისუფალი და დამოუკიდებელი პრესა ქვეყნის დემოკრატიულობის ერთ-ერთი უმთავრესი განმსაზღვრელია. ქართულმა მედიამ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან ურთულესი გზა გაიარა, გაუძლო მრავალ გამოწვევას, შევიწროებასა თუ ზეწოლას. ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანად სწორედ პრესის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა დაისახა. ამ მიზნით გავატარეთ არაერთი რეფორმა. დღეს ქართული მედიასივრცე პლურალისტური და თავისუფალია, ყველა პირობაა შექმნილი ჟურნალისტიკის გაძლიერებისა და შემდგომი განვითარებისთვის. პრესის თავისუფლების ინდექსით საქართველო რეგიონში უდავო ლიდერია და არაერთ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოსაც უსწრებს. ეს ყველაფერი ხელისუფლებისა და საზოგადოების, მთლიანად ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია. ჩვენი ხელისუფლება მოწოდებულია, ხელი შეუწყოს პრესის თავისუფლების კიდევ უფრო განვითარებას. კვლავაც თანადგომას გპირდებით და შემდგომ წარმატებებს გისურვებთ პროფესიულ საქმიანობაში”, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მილოცვაში. 3 მაისს პრესის თავისუფლების მსოფლიო დღე აღინიშნება
3 მაისს პრესის თავისუფლების მსოფლიო დღე აღინიშნება
3 მაისს პრესის თავისუფლების მსოფლიო დღე აღინიშნება. პრესის დღე აფრიკელი ჟურნალისტების მონაწილეობით დაარსდა. ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ მათ აფრიკის კონტინენტზე თავისუფლებისთვის ბრძოლა დაიწყეს. 1991 წლის 3 მაისს აფრიკელი ჟურნალისტები შეიკრიბნენ ნამიბიის დედაქალაქ ვინდჰუკში რეგიონალურ სემინარზე, რომელიც შეეხებოდა დამოუკიდებელი და პლურალისტული მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა ხელშეწყობას. მათ მიიღეს ე. წ. „ვინდჰუკის დეკლარაცია“, რომლითაც მოუწოდეს ქვეყნების მთავრობებს პრესის თავისუფლებისა და მისი დემოკრატიული ხასიათის უზრუნველყოფა. ამ სემინარზე მიღებული დოკუმენტის მნიშვნელობა იმდენად დიდი იყო, რომ 1993 წლის 21 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო გადაწყვეტილება, სწორედ 3 მაისს აღენიშნა თავისუფალი პრესის მსოფლიო დღე. ასამბლეამ შეახსენა მთავრობებს, რომ მათი მოვალეობა არის პატივი სცენ და დაიცვან გამოხატვის თავისუფლება, რაც ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით არის გარანტირებული. გაერო-ს განცხადების მიხედვით, ეს დემოკრატიის და განვითარების მთავარი პრინციპია. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, „ყველა ადამიანს აქვს უფლება მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, ასევე თავისი მოსაზრება ზეპირი, წერილობითი და სხვა ფორმით. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია. ცენზურა დაუშვებელია“.
კარლ ჰარცელი: ყველა დამეთანხმება, რომ საქართველოში მედია პლურალიზმია. ჟურნალისტის მუშაობის უსაფრთხოება აბსოლუტურად გადამწყვეტია
ვფიქრობ, ყველა დამეთანხმება, რომ საქართველოში მედია პლურალიზმია. ჟურნალისტის მუშაობის უსაფრთხოება აბსოლუტურად გადამწყვეტია, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განუცხადა. „ვფიქრობ, ყველა დამეთანხმება, რომ ამ ქვეყანაში მედია პლურალიზმია. პარალელურად, როდესაც ჩვენ ჩვენს კონფერენციებს ვატარებთ და მედია ლანდშაფტს განვიხილავთ, ვუბრუნდებით ნაცნობ ტერიტორიას, მედიის პოლარიზაციის, დეზინფორმაციის პრობლემებს, თვითრეგულირების ეფექტური საშუალებების პოვნის პრობლემებს, სიძულვილის ენას, რაც გაქვთ. აქვე დავამატებ, რომ ვფიქრობ, რადგან გასული წლის 5 ივლისის მოვლენები არის ის, რასაც ჩვენ მაშინ ძალიან სერიოზულად მივუდექით და ახლაც სერიოზულად ვიღებთ. ეს, რასაც ვამბობ, იქნება ამ დისკუსიებშიც, რომელსაც დღეს ვატარებთ, რადგან ჟურნალისტის მუშაობის უსაფრთხოება აბსოლუტურად გადამწყვეტია", - განაცხადა ჰარცელმა. ასევე წაიკითხეთ: 3 მაისს პრესის თავისუფლების მსოფლიო დღე აღინიშნება ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს ქართული მედიასივრცე პლურალისტური და თავისუფალია