კარლ ჰარცელი: ყველა დამეთანხმება, რომ საქართველოში მედია პლურალიზმია. ჟურნალისტის მუშაობის უსაფრთხოება აბსოლუტურად გადამწყვეტია

ვფიქრობ, ყველა დამეთანხმება, რომ საქართველოში მედია პლურალიზმია. ჟურნალისტის მუშაობის უსაფრთხოება აბსოლუტურად გადამწყვეტია, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განუცხადა.

„ვფიქრობ, ყველა დამეთანხმება, რომ ამ ქვეყანაში მედია პლურალიზმია. პარალელურად, როდესაც ჩვენ ჩვენს კონფერენციებს ვატარებთ და მედია ლანდშაფტს განვიხილავთ, ვუბრუნდებით ნაცნობ ტერიტორიას, მედიის პოლარიზაციის, დეზინფორმაციის პრობლემებს, თვითრეგულირების ეფექტური საშუალებების პოვნის პრობლემებს, სიძულვილის ენას, რაც გაქვთ.

აქვე დავამატებ, რომ ვფიქრობ, რადგან გასული წლის 5 ივლისის მოვლენები არის ის, რასაც ჩვენ მაშინ ძალიან სერიოზულად მივუდექით და ახლაც სერიოზულად ვიღებთ. ეს, რასაც ვამბობ, იქნება ამ დისკუსიებშიც, რომელსაც დღეს ვატარებთ, რადგან ჟურნალისტის მუშაობის უსაფრთხოება აბსოლუტურად გადამწყვეტია", - განაცხადა ჰარცელმა.


ასევე წაიკითხეთ: