თეგი: რამსეი-ჰანსის სინდრომი

ჯასტინ ბიბერს სახის ნახევარი პარალიზებული აქვს

მუსიკოსი ჯასტინ ბიბერი აცხადებს, რომ სახის ნახევარი „რამსეი-ჰანტის“ სინდრომის გამო პარალიზებული აქვს. ავადმყოფობის გამო მომღერალმა დაგეგმილი კონცერტები გადადო. ბიბერმა, მომხდარის შესახებ Instagram-ზე ვიდეო გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ მომღერალი მარჯვენა თვალს ვერ ხუჭავს. „როგორც ხედავთ, ეს საკმაოდ სერიოზულია“, - განაცხადა ბიბერმა და დაამატა, რომ გამოჯანმრთელბის მიზნით, სახის სპეციალურ ვარჯიშებს აკეთებს. ცნობისათვის, რამსეი–ჰანტის სინდრომი (ჰერპეს ზოსტერის გამოვლინება ყურზე) ვითარდება, როცა ჰერპეს ზოსტერის ინფექცია ეხება სახის ნერვს, ყურთან ახლოს. მტკივნეული გამონაყარის გარდა, რამსეი–ჰანტის სინდრომის დროს ვითარდება სახის დამბლა და სმენის დაკარგვა დაზიანებულ ყურში. რამსეი–ჰანტის სინდრომი გამოწვეულია იმავე ვირუსით, რომელიც იწვევს ჩუტყვავილას.